ჩი­ნუ­რი შარ­-პეი
ჩი­ნუ­რი შარ­-პეი
მოშ­ვე­ბუ­ლი, და­ნა­ო­ჭე­ბუ­ლი კა­ნი ჩი­ნურ შარ­-პე­ის დამ­წუხ­რე­ბულ, სევ­დი­ან გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას აძ­ლევს. ით­ვლე­ბა, რომ ეს თა­ვი­სე­ბუ­რი ძაღ­ლი 2000 წლის წინ ჩი­ნეთ­ში წარ­მო­იშ­ვა . გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში შარ­-პეი თით­ქმის გა­და­შენ­და, მაგ­რამ 1960-ი­ა­ნი წლე­ბი­დან მი­სი აღორ­ძი­ნე­ბა და­იწყო და დღეს პო­პუ­ლა­რულ ოთხ­ფე­ხა მე­გობ­რად იქცა. ოდეს­ღაც ის მოჩხ­უ­ბარ ძაღ­ლად ჰყავ­დათ, თა­ნა­მედ­რო­ვე შარ­-პეი კი მე­გობ­რუ­ლი, თვი­ნი­ე­რი და სა­სი­ა­მოვ­ნო კომ­პა­ნი­ო­ნი­ა, თუმ­ცა სხვა ძაღ­ლე­ბის მი­მართ შე­იძ­ლე­ბა აგ­რე­სია გა­მო­ავ­ლი­ნოს. ესა­ჭი­რო­ე­ბა მკაც­რი და თანა­მიმ­დევ­რუ­ლი გაწ­ვრთნა.

ძველი ჩი­ნე­ლე­ბის რწმე­ნით, ეს დაბღ­ვე­რი­ლი და შავ­დრუნ­ჩი­ა­ნი ძაღ­ლი ავ სუ­ლებს აფ­რთხობ­და. შარ-პე­ის რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­ში სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საბ­ლის გა­რე­შე
ნუ გა­იყ­ვანთ.

მონაცემები
:
წარმოშობა - ჩინეთი
მთავ. დანიშნულება - მოდარაჯე ძაღლი
ტემპერამენტი - მეგობრული, გონიერი
სიც. ხანგრძლივობა - 7-15 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - კარგი

46-51 სმ
18-25 კგ

46-51 სმ
18-25 კგ

კუ­დი
სი­ა­რუ­ლი­სას ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი და მორ­კა­ლუ­ლი.

ტა­ნი

კომ­პაქ­ტუ­რი, ფარ­თო, დი­დი გულ­მკერ­დი­თა და მკვრი­ვი კის­რით, რო­მე­ლიც მოშ­ვე­ბუ­ლი კა­ნის მძი­მე ნა­კე­ცე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი, უკა­ნა – ძლი­ე­რი და და­კუნ­თუ­ლი.

თათები

კომ­პაქ­ტუ­რი და მყა­რი.

თვა­ლე­ბი

მუ­ქი, პა­ტა­რა, ნუ­შის ფორ­მის, ჩავარდნილი.

თავი

უ­ნი­კა­ლუ­რი, `ბე­ჰე­მო­თის~ მსგავ­სი თა­ვის ფორ­მა, სევდიანი გამომეტყველება.

ენა

ჩაუ ჩა­უს მსგავ­სად ამ ძაღ­ლებ­საც მო­ლურ­ჯო-მო­შა­ვო ენა აქვთ.

ბეწ­ვი
ჯა­გა­რა და მოკ­ლე, ხე­ლის შე­ხე­ბი­სას იჩხ­ვლი­ტე­ბა; შა­ვი, წი­თური, ჩალისფერი, გარ­გა­რის­ფე­რი, კრე­მის­ფე­რი.
ხში­რად უკა­ნა ფე­ხე­ბის შიდა მხა­რე­ე­ბი შეფერილია მათი ბა­ცი ტო­ნე­ბით.

Zooclub

ლეკ­ვებს მოშ­ვე­ბუ­ლი, ნა­კე­ცე­ბი­ა­ნი კა­ნი აქვთ, მოზ­რდი­ლებს კი ნა­ო­ჭე­ბი ძი­რი­თა­დად თავ­ზე, კი­სერ­სა და მინ­და­ო­ზე აქვთ. უჩ­ვე­უ­ლო ბეწ­ვის კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად საკ­მა­რი­სია ჯაგ­რი­სით მსუ­ბუ­ქად ვარ­ცხნა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ბა­ნეთ ან მშრა­ლი შამ­პუ­ნით გა­ა­სუფ­თა­ვეთ. გა­უ­სინ­ჯეთ კა­ნი და მო­ა­ცი­ლეთ მიკ­რუ­ლი ტკი­პე­ბი.


რჩევა:
ეს ძაღ­ლე­ბი ძალ­ზე ძვი­რი შე­სა­ნა­ხე­ბი არი­ან, რად­გან ხში­რად სჭირ­დე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბა – Bბევრ მათ­განს კა­ნის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ემარ­თე­ბა. უკე­თე­ბენ თვა­ლის კო­რექ­ცი­ის ოპე­რა­ცი­ა­საც.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?