ირ­ლან­დი­უ­რი სე­ტე­რი
ირ­ლან­დი­უ­რი სე­ტე­რი
ეს მოხ­დე­ნი­ლი ძაღ­ლი მოს­წონთ მი­სი მბრწყი­ნა­ვი, წი­თუ­რი და გრძე­ლი ბეწ­ვის გა­მო. სხვა სე­ტე­რებ­თან შე­და­რე­ბით ის უფ­რო მსუ­ბუ­ქი და სწრა­ფი­ა. ეს ჯი­ში გა­მო­იყ­ვა­ნეს ირ­ლან­დი­ის ჭა­ო­ბი­ან რე­გი­ო­ნებ­ში სა­ნა­დი­როდ . მას წი­თუ­რი სე­ტე­რის სა­ხე­ლი­თაც იც­ნო­ბენ. ჯერ კი­დევ 200 წლის წინ ეს ჯი­ში ბრი­ტა­ნე­თის კუნ­ძუ­ლებ­ზე გავ­რცელ­და და მი­სი გე­ნე­ა­ლო­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სე­ტე­რებ­მა, სპა­ნი­ე­ლებ­მა და პო­ინ­ტე­რებ­მა. რო­გორც ყვე­ლა სპორ­ტულ ძაღლს, ირ­ლან­დი­ურ სე­ტე­რებ­საც უდი­დე­სი ენერ­გია აქვთ. ისი­ნი ძალ­ზე ალერ­სი­ა­ნე­ბი არი­ან, ზოგ­ჯერ ზედ­მე­ტა­დაც კი. ყო­ველ­დღი­უ­რი მოვ­ლა და გა­მოხ­შირ­ვა ბეწვს შე­სა­ნიშ­ნავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს, ოღონდ ვარ­ცხნი­სას მო­თე­ლი­ლი ად­გი­ლე­ბი
მო­ა­ცი­ლეთ. მხო­ლოდ აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში აბა­ნა­ვეთ ან გაწ­მინ­დეთ მშრა­ლი შამ­პუ­ნით.

Zooclub

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ირ­ლან­დი­უ­რი სე­ტე­რი რთუ­ლი
გა­საწ­ვრთნე­ლი­ა, ეს პროცესი პატრონისთვისაც და ძაღლისთვი-საც სასიკეთოა. ირ­ლან­დი­უ­რი სე­ტე­რი, რომლის სიმაღლე მინდაომდე 60 სმ-ია, ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი განუმეორებელი სტი­ლით, ძლი­ე­რი მოძ­რა­ო­ბე­ბითა და ოინბაზობით.

მონაცემები
წარმოშობა - ირლანდია
მთავარი დანიშნულება - ნადირობა
ტემპერამენტი - მკვირცხლი, მოალერსე
სიც. ხანგრძლივობა - 12-14 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - მუდმივი, ენერგიული
მოდარაჯე - ცუდი

ხვადი 66-71 სმ
29-34 კგ
ძუ
61-66 სმ.
25-29 კგ.

კუ­დი
განსაკუთრებული, გრძელი ბალნით შემოსილი.

ტა­ნი
გრძე­ლი და გამ­ხდა­რი; ძლი­ე­რი, წაგ­რძე­ლე­ბუ­ლი კის­რით.

თათები
პა­ტა­რა და მყა­რი, ამოზნექილი და მინჯრილი თითებით.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი – სწო­რი და და­ძარ­ღვუ­ლი, უკა­ნა ფე­ხე­ბი – ფარ­თო და ძლი­ე­რი, გა­ნი­ე­რი, კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბარ­ძა­ყე­ბით.

სა­ხე

ზო­მი­ე­რად დი­დი და დახ­ვე­წი­ლი, ფხი­ზე­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

თვა­ლე­ბი
ნუ­ში­სე­ბ­რი ფორ­მის, მუ­ქი ან ყა­ვის­ფე­რი.

ცხვი­რი
შა­ვი ან შო­კო­ლა­დის­ფე­რი, ფარ­თო ნეს­ტო­ე­ბით.

ბეწ­ვი
აბ­რე­შუ­მის მსგავ­სი; ერთფერი, მდიდრული წითური ტონებით, ზოგ­ჯერ შხე­ფე­ბის მაგ­ვა­რი თეთ­რი ლა­ქე­ბით მკერ­დსა და ტერ­ფებ­ზე.


სხვა სე­ტე­რის მსგავ­სად ეს ჯიშიც იმისთვის გამოიყვანეს, რომ ფრინ­ვე­ლის­თვის მი­ეგ­ნო და მა­ნამ­დე ედა­რა­ჯა, სა­ნამ მო­ნა­დი­რე ეს­რო­და, ან მა­ხით და­ი­ჭერ­და. ეს მოხ-დენილი ძაღ­ლი თა­ვი­დან იყო წი­თური ან თეთ­რი. ჯი­ში ირ­ლან­დი­ა­ში XIX სა­უ­კუ­ნე­ში გა­მოჩ­ნდა და მოქნილობისა და სიმარჯვის სიმბოლოდ იქცა.


რჩევა:

ვარ­ჯი­შის ნაკ­ლე­ბო­ბამ შე­საძ­ლოა მო­უს­ვენ­რო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და წვრთნა გა­ჭირ­დეს. მო­ითხ­ოვს ყო­ველ­დღი­ურ, ხან­გრძლივ სე­ირ­ნო­ბასა და სირ­ბილს.
მიდ­რე­კი­ლია ეპი­ლეფ­სი­ი­სა და მე­ტე­ო­რიზ­მის­კენ. ამ უკა­ნას­კნელს რომ აა­რი­დოთ, საკ­ვე­ბი მი­ე­ცით ბევრჯერ და მცი­რე ულუ­ფე­ბით.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?