კონკურსის წესები და პირობები
კონკურსის წესები და პირობები
ძაღლისა და კატის მეპატრონეებს გიწვევთ ფოტოკონკურსში „ჩემი ოთხფეხა მეგობარი“ მონაწილეობის მისაღებად.
&nbps;
კონკურსის წესები და პირობები:
  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა თქვენი შინაური ცხოველის ფოტო უნდა გამოაგზავნოთ ზოოკლუბის ელ-ფოსტის მისამართზე info@zooclub.ge ან Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების სახით
  • შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს თქვენი ცხოველის სახელი
  • აუცილებელი პირობაა, რომ ფოტო იყოს თქვენ მიერ გადაღებული
  • ფოტოს მინიმალური ზომა 306x333 პიქსელი
  • ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ფოტოს გამოგზავნა
  • კონკურსში არ დაიშვება ფოტოები, რომლებიც შეცვლილია გრაფიკული პროგრამების მეშვეობით
  • თქვენ მიერ გადმოგზავნილი ფოტო აიტვირთება ჩვენი გვერდის საკონკურსო ალბომში
  • ფოტო მასალის მიღება გაგრძელდება 2018 წლის 31 იანვრამდე
  • ხმის
    მიცემა დასრულდება 14 თებერვალს
  • დაგროვებული ხმების საფუძველზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული
  • მეორე გამარჯვებულს გამოავლენს ზოოკლუბის გუნდი
პრიზები:
  • 1-ელი ადგილი -
    ზოომარტის სასაჩუქრე კალათა საკუთარი შერჩევით
  • მე-2 ადგილი - საქართველოში დამზადებული უმაღლესი ხარისხის საწოლი თქვენი ოთხფეხასთვის..

 

შენიშვნა:  გამომდინარე იქედან, რომ კონკურსის მსვლელობისას გამოვლინდა გაყალბების (უცხოური IP მისამართებით ხმის მიცემის) რამდენიმე მცდელობა, პირობებში ვამატებთ შემდეგ წესს, რომ კონკურსიდან ავტომატურად მოიხსნება ხმების გაყალბებაში შემჩნეული კონკურსანტი.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა