საოცარი კადრები: როგორ შეხვდნენ წვიმას ავსტრალიის ბინადარი ცხოველები (ემოციური ვიდეო)
რამდენიმეთვიანი ძლიერი სიცხისა და გვალვის შემდეგ, ავსტრალიაში გაწვიმდა. ეს სასიცოცხლოდ საჭირო და აუცილებელი იყო ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ცხოველებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ცეცხლის კერაა, უმეტეს ადგილას ხანძარი წვიმამ ჩაანაცვლა.

სიდნეის სამხრეთით მდებარე, Symbio Wildlife Park-ის ნაკრძალის თანამშრომლებმა გაავრცელეს ვიდეო. კადრებში არიან კენგურუები, კოალები და ვომბატები, რომლებიც წვიმის მოსვლას თავისებურად აღნიშნავენ.

"დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ეს დღეც დადგა და გაწვიმდა. ცხოველები ბედნიერები არიან მას შემდეგ, რაც საშინელი სიცხე და გვალვა გადაიტანეს", - წერს ვიდეოს კომენტარებში ნაკრძალის თანამშრომელი.

უცნაურია, თუმცა, ნაკრძალის
წარმომადგენლის თქმით, რაც წვიმა მოვიდა, მამრი კენგურუები მდედრების მიმართ გაცილებით მეგობრულნი გახდნენ.

Zooclub

კოალები კვლავ ხეებზე
მოკალათდნენ და საყვარელ ფოთლებს შეექცევიან.

Zooclub

შესაძლოა, ყოველივე ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ საშინელი ხანძრების შემდეგ, ავსტრალიის ცხოველების ჩვეულ გარემოში ხილვა ნაკრძალის წარმომადგენლებს ახარებთ.

Zooclub

ვიდეოს 400 ათასზე მეტი მოწონება და 104 ათასზე მეტი კომენტარი აქვს. როგორც კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, "დღეს ავსტრალიას მთელი მსოფლიო გულშემატკივრობს".


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?