როგორ გამოიყურება კუნძული კენგურუ (ავსტრალია) ხანძრის შემდეგ
როგორ გამოიყურება კუნძული კენგურუ (ავსტრალია) ხანძრის შემდეგ
ფოტოები გადაღებულია ხანძრამდე და ხანძრის შემდეგ. ისინი აჩვენებს კუნძულ კენგურუზე (ავსტრალია) გაჩენილი ხანძრის საშინელ შედეგებს.

კუნძული კენგურუ სამხრეთ ავსტრალიის სანაპიროზე მდებარეობს. ბოლო თვეების განმავლობაში ხანძრებმა 50-ზე მეტი სახლი გაანადგურა. ამასთანავე, სტიქიურ უბედურებას არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ცოცხლად დაიწვნენ ცხოველებიც, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი არსებები.

დღევანდელი მონაცემებით, ცეცხლის რამდენიმე კერა კიდევ არსებობს, თუმცა, გადამწვარი ტერიტორიების აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს დროში დაიწყება.

საქმეს ართულებს მაღალი ტემპერატურაც, რაც ხელს უწყობს ცეცხლის კერების წარმოქმნას.

კუნძულზე 160 ათას ჰექტარზე მეტი განადგურდა. ულამაზესი პარკის "ფლინდერს-ჩეისის" მწვანე ტყეებისგან მხოლოდ
ნაცრისფერი უდაბნო დარჩა.

ასე გამოიყურებოდა ნაკრძალი 2017 წელს:

Zooclub

ასე გამოიყურება ის ხანძრის შემდეგ:

Zooclub

გარდა საცხოვრებელი
სახლებისა, ხანძარმა პოპულარული კურორტიც გაანადგურა.

Zooclub

დღევანდელი მონაცემებით, კუნძულ კენგურუზე 135 მეხანძრე მუშაობს. მათ იმედი აქვთ, რომ ხანძრის იზოლაციას მოახდენენ, სანამ მას ქარი გაავრცელებს.

წყარო: unilad.co.uk
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?