ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი ორი კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი ორი კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი ორი კნუტი ამოიყვანეს.

კორპუსის მცხოვრებლებმა სააგენტოს დახმარებისათვის მას შემდეგ მიმართეს, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში კნუტების ამოყვანას უშედეგოდ ცდილობდნენ. როგორც აღმოჩნდა, ორი კნუტი საჰაერო მილში სხვენიდან ჩავარდა, სადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ზამთრის სუსხისგან დასაცავად ხუთ პატარა ცხოველს სამყოფელი მოუწყეს და ყოველდღიურად ზრუნავდნენ მათზე.

მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, კნუტების მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს და მესამე სართულის სიმაღლეზე გაჭედილი ცხოველები საჰაერო მილიდან უსაფრთხოდ ამოიყვანეს.

Zooclub

კნუტებზე მზრუნველობას კვლავ ადგილობრივი მოსახლეობა გააგრძელებს. მათ ძველი საჰაერო მილებიც
დალუქეს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამომავლოდ, აღნიშნული შემთხვევების თავიდან აცილება ძალიან მარტივი საშუალებით, კორპუსის სახურავსა და
სხვენში საჰაერო მილებისათვის რკინის ბადის დაფარებით, ან დალუქვითაა შესაძლებელი.

წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?