გარემოს განადგურების შედეგად კოალები შიმშილით კვდებიან
გარემოს განადგურების შედეგად კოალები შიმშილით კვდებიან
ავსტრალიაში, ტყეების ხანძარმა ნამდვილი კატასტროფა გამოიწვია. ექვსი დღის განმავლობაში, ადელაიდას ტერიტორიაზე განადგურებულია 25 000 ჰექტარი მიწა, რის შედეგადაც კოალები საკვებისა და წყლის გარეშე დარჩნენ. Adelaide Koala Rescue-ს სამაშველო ცენტრმა 46 კოალა შეიფარა.

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ კოალებს საკვები არ აქვთ. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს მათი მოძებნა, რაც თითქმის ოთხი დღე გრძელდება", - ამბობს  სამაშველო ცენტრის დამაარსებელი ჯეინ ბრიტერი.

ჩანთოსნები შიმშილით კვდებიან, რადგან ხანძარი ავსტრალიის ტყეებს ანადგურებს

Zooclub

ხანძარმა კოალების ბინადრობის არეალის 80%  გაანადგურა. ძლიერი დამწვრობების გამო, ბევრი კოალა დააძინეს, რადგან მათი
გადარჩენის შანსები წარმოუდგენლად დაბალი იყო. "ცხოველები ტკივილისგან იტანჯებოდნენ და სხვა გამოსავალი არ იყო", - ამბობს
სპეციალისტი.

Zooclub

მაშველები ცდილობენ, რაც შეიძლება ბევრ ცხოველს დაეხმარონ, მაგალითად ისეთებს, როგორიც ჩარლია - პატარა კოალას დედა ხანძრის შედეგად მოკვდა, ხოლო ჩარლი მაღალ ხეზე მარტო დარჩა.

Zooclub

ადგილობრივი მცხოვრებლები აქტიურად მონაწილეობენ ცხოველების გადარჩენაში

33 წლის მეხანძრემ, ადამ მაჯიმ, ექვსი კოალა გადაარჩინა.

"ჩემი სახლის სიახლოვეს ხეობაა. ვისხედით და ველოდებოდით, თუ როდის მოაღწევდა ხანძარი ჩვენამდე. ამ დროს კოალებმა ბუჩქებიდან გამოსვლა დაიწყეს", - ამბობს ერთ-ერთი მაშველი.

სახლის პატრონებმა ცხოველებს სამრეცხაოში დროებითი თავშესაფარი მოუწყვეს. სულ რვა კოალა გადარჩა.

Zooclub

ახალ სამხრეთ უელსში მეხანძრეები დახმარებას უწევენ კოალასა და მის შვილს

Zooclub

მაშველები დიდ დროს ხარჯავენ, რათა ცხოველებს დაეხმარონ და შესაბამის ცენტრებს გადასცენ.

ვიქტორიაში, სადაც ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, მამაკაცი დაშავებულ კოალას წყალს ასმევს.

Zooclub

წყარო: dailymail.co.uk
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?