აშშ-ში კანონი გამკაცრდა იმ პატრონების მიმართ, ვინც შინაურ ცხოველს ყინვასა და სიცივეში ქუჩაში დატოვებს
აშშ-ში კანონი გამკაცრდა იმ პატრონების მიმართ, ვინც შინაურ ცხოველს ყინვასა და სიცივეში ქუჩაში დატოვებს
პენსილვანიის შტატში (აშშ) მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, თუ პატრონი ძაღლს დაბმული დატოვებს 0 გრადუსის ქვემოთ ყინვაში ან 32 გრადუსის ზემოთ სიცხეში, ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება. 

კანონი მიღებული იქნა ლეკვის, სახელად ლიბრეს ისტორიის შემდეგ, რომელსაც ლანკასტერში პატრონები საშინელ პირობებში ამყოფებდნენ. 7 კვირის ლეკვი სიკვდილის პირას იპოვეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც კეთილმა ადამიანებმა ცხოველთა დახმარების ცენტრს მიმართეს. საბედნიეროდ, დღეს ლიბრე ჯანმრთელი და ბედნიერი, მზრუნველ ოჯახში ცხოვრობს.

პენსილვანიაში "ლიბრეს კანონის" დამრღვევს 300 დოლარიდან 15 000 დოლარამდე ჯარიმა და 6 თვიდან 1 წლამდე ციხე ემუქრება.

"ეს
ცხოველის მიმართ სასტიკ მოქცევას სრულიად არ აღკვეთს, მაგრამ კანონით შესაძლებლობა გვექნება, დავამყაროთ სამართლიანობა", - ამბობს
ცხოველთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

პენსილვანიის ვეტერინარულმა ასოციაციამ ახალ კანონს "ცხოველების საოცარი გამარჯვება" უწოდა. ეს პირველი შტატია, რომელიც ცხოველებს ამინდის მკაცრი პირობებისგან იცავს. 

აშშ-ს სხვა შტატებშიც არსებობს სხვადახვა კანონი, რომლებიც ცხოველებს იცავს. მაგალითად, ბევრ შტატში აკრძალულია ძაღლის დიდი ხნით დაბმა, მაგრამ პენსილვანია პირველი იქნება, რომელმაც პოტენციურად საშიში ამინდისას, ცხოველის ქუჩაში დატოვებას კანონით უპასუხებს.

"ლიბრეს კანონი"- პენსილვანიის გუბერნატორის, ტომ ვულფის იმ გეგმების ნაწილია, რომლებიც ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას მკაცრი კანონებით პასუხობს. აქამდე მან უკვე მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ძაღლის ან კატის მანქანაში მარტო დატოვება დიდი ჯარიმით ისჯება.

თუმცა, არაერთი პატრონი მიიჩნევს, რომ ყინვასა და სიცივისგან ცხოველს ბეწვი იცავს. სინამდვილეში, ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც იტანჯებიან ყინვისა და გაუწყლოვანებისგან.

ვეტერინარები გვირჩევენ: თუ გყავთ ძაღლი, არ დაგავიწყდეთ სპეციალისტთან მისი მიყვანა, რათა ექიმმა გირჩიოთ, რა ტემპერატურის ატანა შეუძლია მას. გარდა ამისა, რეგულარულად შეუმოწმეთ თათის ბალიშები, რათა ცხოველს უცხო საგნისგან დაზიანებები არ ჰქონდეს და თუ მას ეზოში სახლს მოუწყობთ, უზრუნველყავით მისი საცხოვრებელი ადგილი სითბოთი.

წყარო: sosharethis.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?