ცნობილი კატა "ლილ ბობი" 8 წლის ასაკში მოკვდა
ცნობილი კატა "ლილ ბობი"  8 წლის ასაკში მოკვდა
ლილ ბობი ძვლის ინფექციის აგრესიული ფორმით იტანჯებოდა, რის შედეგადაც ძილში მოკვდა. უცხოურმა პრესამ მომხდარს "სიკვდილის წყალობა" უწოდა.

"ინსტაგრამის მილიონი მომხმარებლის საყვარელი კატა ლილ ბობი ამ ქვეყნიდან წავიდა,"- წერს სოციალურ ქსელში შინაური ცხოველის პატრონი მაიკლ  ბრიდავსკი.

მამაკაცის თქმით, ლილ ბობი კვირას ღამით, ძილში მოკვდა. ის ძვლის ინფექციის აგრესიული ფორმით იტანჯებოდა.

გამოცემა Wired-მა მომხდარს "სიკვდილის წყალობა" უწოდა და განაცხადა, რომ ლილ ბობთან ერთად ინტერნეტში პოპულარული კატების მთელი ეპოქა დასრულდა.

Zooclub

ლილ ბობი გენეტიკური მუტაციით დაიბადა. კბილების არ ქონის გამო, მას ენა მუდმივად გარეთ ჰქონდა.
გარდა ამისა, ის კნუტივით გამოიყურებოდა, თუმცა 2019 წელს მერვე დაბადების დღე აღნიშნა.

Zooclub

კატამ ინტერნეტ სივრცეში პოპულარობა
2011 წელს მოიპოვა, როდესაც მისი ფოტო Tumblr-ზე მოხვდა. შინაური ცხოველის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს- "ლილ ბობი და მეგობრები, ხოლო პატრონმა მაიკლ ბრიდოვსკიმ  კონცეფციური მუსიკალური ალბომი კატის გამოსახულებით გამოუშვა. ამასთანავე, შეიქმნა ლილ ბობის ასლის სხვადასხვა ნივთები, რომლებსაც მისი თაყვანისმცემლები სპეციალურ მაღაზიებში ყიდულობენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?