ინდოეთში ცნობილი სპილო, სახელად "ბინ ლადენი" მოკვდა
ინდოეთში ცნობილი სპილო, სახელად "ბინ ლადენი" მოკვდა
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სპილოს სიკვდილის მიზეზი ფსიქოლოგიური და ფიზიკური სტრესია, რომელიც ცხოველმა თავისი სიცოცხლის მანძილზე გადაიტანა.

ინდოეთში სპილო, სახელად ბინ ლადენი, მოკვდა. ის ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ადგილობრივ სოფელს შიშის ზარს სცემდა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემები ავრცელებენ.

განრისხებულმა ცხოველმა ხუთი ადამიანი მოკლა. საზარელი ფაქტის შემდეგ ბინ ლადენი დაიჭირეს და ორანგის (ასამის შტატი)  ნაციონალურ პარკში გაუშვეს.

ადგილობრივი საინფორმაციო სამსახურის მონაცემებით, სპილო, 17 ნოემბერს, ნაციონალური პარკის ტერიტორიაზე მკვდარი იპოვეს (პარკში გადაყვანიდან 6 დღის შემდეგ).

ნაციონალური პარკის წარმომადგენლის თქმით, სპილო თავს კარგად გრძნობდა და
მისი სიკვდილის  წინაპირობა არ არსებობდა. მან აღნიშნა, რომ ცხოველის სიკვდილის მიზეზი მისი გაკვეთის შემდეგ გახდება
ცნობილი. ვეტერინარმა, რომელიც ბინ ლადენის გაკვეთას დაესწრება, დაამატა, რომ სპილო შესაძლოა, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ  სტრესს განიცდიდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

წყარო: nypost.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?