ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილების ჩატარება დაიწყო
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილების ჩატარება დაიწყო
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს ატარებს.
პროექტის მიზანია, მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.

გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა;

რა უფლებები აქვს ცხოველს;

მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები;

რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე";

რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქოემოციურ განვითარებაზე;

რა პასუხისმგელობა აქვს ცხოველის პატრონს;

როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში;

ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები;

მიუსაფარ ცხოველებთან
ურთიერთობის წესები.

გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახავენ და მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე
იმსჯელებენ.

სოციალური პასუხისმგებლობის წახალისების მიზნით, იმ მოსწავლეებს, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობისათვის სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებენ, სააგენტო სერტიფიკატებს გადასცემს და მიანიჭებს სტატუსს - ,,ცხოველების მეგობარი".

სააგენტო მიმართავს სკოლის პედაგოგებს,  თუ სურვილი აქვთ გაკვეთილი თქვენს სკოლაში ჩატარდეს, დაუკავშირდით თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს შემდეგ ნომრებზე:  032 2 421 424; 557 514 566

ერთად შევუწყოთ ხელი მოზარდებში ცხოველებისადმი ჯანსაღი და ჰუმანური განწყობის ჩამოყალიბებას.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?