სურსათის სააგენტომ ვეტაფთიაქების კონტროლი დაიწყო
სურსათის სააგენტომ ვეტაფთიაქების კონტროლი დაიწყო
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვეტერინარული აფთიაქების, ვეტკლინიკების, ზოომაღაზიების, ვეტპრეპარატების დამამზადებელი საწარმოების, საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისა და ვეტკოსმეტიკური კაბინეტების კონტროლი დაიწყეს.

ვეტერინარული პრეპარატების ხარისხის, ასევე სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი "საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 იანვრის 2/8 ბრაძანებით არის განსაზღვრული. ვეტერინარული აფთიაქების, ვეტკლინიკების, ზოომაღაზიების, ვეტპრეპარატების დამამზადებელი საწარმოების, საბითუმო ვაჭრობის ობიექტებისა და ვეტკოსმეტიკური კაბინეტების რეგისტრაცია
2015 წლის 1 იანვრიდან ხდება სავალდებულო. ამასთან, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება საჯარიმო სანქცია
ეტიკეტირების წესის დარღვევაზე. ამ ეტაპისთვის კი ვეტერინარული პრეპარატების ეტიკეტირების წესი მუშავდება".

"აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით წერილობით გააფრთხილა მეწარმეები მიმდინარე წლის თებერვალში. სახელმწიფო კონტროლის განხორციელება კი 1 აპრილიდან დაიწყო. ამ ეტეპისთვის შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, ასევე თბილისში აღებულია ვეტერინარული პრეპარატის 102 ნიმუში, ხოლო ვეტერინარული პრეპარატების უსაფრთხოების კონტროლის მიზნით განხორციელდა გეგმური კონტროლი 126 ობიექტში, საიდანაც ფალსიფიცირებული ვეტპრეპარატის 17 ამპულა ამოიღეს. კანონმდებლობის შესაბამისად, ფალსიფიცირებული პრეპარატის მწარმოებელი დაჯარიმდა 1000 ლარით, ამავე ოდენობის თანხით დაჯარიმდა ფალსიფიცირებული პრეპარატის რეალიზატორი", – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

Zooclub

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?