მეზღვაურებთან მოთამაშე ვეშაპი "რუსეთის ჯაშუშად- ჰვლადიმირად" მიიჩნიეს
სამხრეთ აფრიკელი კვლევითი ჯგუფის წევრები ზღვაში შემთხვევით შეხვდნენ თეთრ ვეშაპს. წყლის ცხოველმა მათთან ბურთით თამაში დაიწყო. სპეციალისტებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ ეს ვეშაპი იქნებოდა ჰვლადიმერი, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურმა გაწვრთნა, როგორც ჯაშუში, - წერს გამოცემა "Independent"-ი.

ექსპერტების აზრით, ეს მამრი ვეშაპია, რომელიც "რუსეთის ფლოტში ჯაშუშის წვრთნებს გადიოდა, ხოლო შემდეგ დაიკარგა".

"დიდი ალბათობით, ეს ჰვლადიმირია, ოდესღაც დატყვევებული ვეშაპი და შესაძლოა, მან რუს სამხედროებს თავი დააღწია", - წერს "The New York Times"-ში სტატიის ავტორი ფერეს დჯაბარი.

ეს თეორია წყლის ძუძუმწოვრების სპეციალისტმა კვად ფინიმ და ზოოლოგმა
დარენ ნაიშმაც დაადასტურეს.

"სამხედროებმა ჰვლადიმირი დაატყვევეს და სხვადასხვა ილეთი ასწავლეს. კერძოდ, ნივთებ
ის მიტანა საკვების სანაცვლოდ. ის ჯერ კიდევ ადამიანებზეა დამოკიდებული. სწორედ ამით აიხსნება მისი ქცევა, რასაც ჩვენ თამაშად აღვიქვამთ", - ამბობს ფინი.

ჰვლადიმერი 2019 წლის აპრილში ჩრდილოეთ ნორვეგიის სანაპიროს სიახლოვეს შეამჩნიეს. წყლის ძუძუმწოვარს სპეციალური მოწყობილობა ეკეთა, წარწერით: "სანქტ-პეტერბურგის მოწყობილობა", რომელზეც GoPro-ს კამერა მაგრდება. იმ დროს, მეთევზეებმა ივარაუდეს, რომ რუსმა სამხედროებმა ვეშაპის სხეულზე არსებული მოწყობილობა ინფორმაციის შესაგროვებლად გაუკეთეს.

წყარო: independent.co.uk


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?