აშშ-ში საუკეთესო ძაღლის ტიტული მოპსის გადასცეს
მოპსი, სახელად დაგი, ინტერნეტ სივრცეში ძალიან პოპულარულია. მან კეტი პერის კლიპში მონაწილეობაც მიიღო. ასევე, 2016 წელს, პატრონების დახმარებით, საკუთარი წიგნი გამოუშვა.

დაგი მზრუნველ ოჯახთან ერთად ტენესის შტატში ცხოვრობს. მან " People’s Choice Awards" -ის დაჯილდოებაზე საუკეთესო ძაღლის ტიტული მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურის პრეს-სამსახური ავრცელებს.

"ცოტა თუ იქნება ისეთივე საყვარელი, როგორიც მოპსი დაგი", - წერია განცხადებაში.

ინტერნეტ სივრცეში ყველაზე პოპულარული ძაღლი პირველად საზოგადოების წინაშე 2012 წელს გამოჩნდა, ხოლო 2014 წელს პატრონმა მას ინსტაგრამის საკუთარი გვერდი შეუქმნა, სადაც დაგის ათასობით ხელმომწერი ჰყავს.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?