ვანის მუნიციპალიტეტში, წითელ ნუსხაში შეტანილ მურა დათვზე, უკანონოდ ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
ვანის მუნიციპალიტეტში, წითელ ნუსხაში შეტანილ მურა დათვზე, უკანონოდ ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, ამოღებული ნივთმტკიცებულებები - დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს.

მათივე ინფორმაციით, მურა დათვი წითელ ნუსხაში შეტანილი გარეული ცხოველია, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც 50 000 ლარს შეადგენს. გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის
გამოც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადააგზავნეს.

წყარო: interpressnews.ge

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?