შვილის გადასარჩენად ცხენი ცეცხლმოკიდებულ თავლაში შევარდა (ემოციური ვიდეო)
კალიფორნიის შტატი ხანძარმა მოიცვა. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღეა, გრძელდება, შედეგად დაზარალდნენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომლის მთავარი გმირიც ცხენია.

კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ გაჰყავს რანჩოს პატრონს თვისი ცხენი ცეცხლმოკიდებული ტერიტორიიდან, რაც შეიძლება მოშორებით, მაგრამ გადარჩენილი ცხოველი კვლავ უკან ბრუნდება, რათა თავისი ნაშიერი და ფაშატი (მდედრი ცხენი) გადაარჩინოს.

ხანძარმა სიმი-უელის რანჩო მოიცვა. პატრონი თავისი ცხენების გადარჩენას ცდილობს.

Zooclub

კვამლი იმდენად ფარავდა ტერიტორიას, რომ ჟურნალისტმა ვერ გაარჩია, თუ რომელ რანჩოზე იმყოფებოდა.

Zooclub

გადარჩენილი შავი ცხენი კვლავ თავლისკენ გაიქცა, რათა
თავისი ნაშიერი და მდედრი ცხენი გადაერჩინა.

Zooclub

ცხენმა ცეცხლმოკიდებული ადგილიდან კვიცი და დედა ცხენი გამოიყვანა.

Zooclub

სულ
რაღაც 3 საათში ხანძარმა 400 ჰექტარი მიწა გაანადგურა.

Zooclub

კადრები ცეცხლმოკიდებული რანჩოდან

Zooclub

ათობით ათასი ადგილობრივი მაცხოვრებელი ევაკუირებული იქნა, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანები.

ცხენები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

Zooclub

ყველა ცხენი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, გარდა 28 წლის მაიერჰუსისა, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ტერიტორიიდან გაქცევისას, წინა ფეხები მოიტეხა. სამწუხაროდ,  მაშველები და პატრონი იძულებულნი გახდნენ, ის ადგილზევე დაეძინებინათ.

Zooclub

ფერმერი ფაბილო ლოსურდო თავის ცხენს ამშვიდებს (სიმი-უელი, კალიფორნიის შტატი)

Zooclub

ლოს-ანჯელესის ცხოველთა გადარჩენის ცენტრის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ისინი მზად არიან, ცხენები მიიღონ და საჭირო დახმარება გაუწიონ. ცხოველები მათი მფარველობის ქვეშ იქნებიან იმ დრომდე, სანამ პატრონები მათ წაყვანას არ შეძლებენ.

რანჩოს მფლობელს თავისი ცხენი ცეცხლმოკიდებული ტერიტორიიდან გამოჰყავს

Zooclub

ქარიშხალი სიტუაციას ართულებს, რის შედეგადაც ხანძარი ვრცელდება.

Zooclub

ფერმერი საქათმეში ხანძრის ჩაქრობას ცდილობს

Zooclub

2017 წლის დეკემბერში ხანძარ "თომასს", რომელმაც სანტა-ბარბარასა და ვენტურას ტერიტორიები მოიცვა, 54 ცხენი შეეწირა.

წყარო: dailymail.co.uk
buba
ერთი მაჩვენეთ სად დაინახეთ აქ ცეცხლმოკიდებულ თავლაში შევარდნილი ცხენი?!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?