ლეკვმა, რომლის დედაც ალ-ბაღდადის ლიკვიდაციისას მოკვდა, მზრუნველი ოჯახი იპოვა
ლეკვმა, რომლის დედაც ალ-ბაღდადის ლიკვიდაციისას მოკვდა, მზრუნველი ოჯახი იპოვა
ლეკვი მას შემდეგ დაობლდა, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ე.წ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაცია ჩაატარეს, თუმცა, პატარა ცხოველმა მზრუნველი ოჯახი მალევე იპოვა. ამის შესახებ გამოცემა "Jerusalim Post"-ი წერს.

იდლიბის პროვინციაში (სირია), ალ-ბაღდადის ლიკვიდაციისას, ლეკვის დედა აფეთქებისას ნამსხვრევებმა იმსხვერპლა. ობლად დარჩენილი ცხოველი მედია აქტივისტმა და ფოტოგრაფმა ფარედ ალჰორიმ გადაარჩინა. მამაკაცმა მოტოციკლით ოთხი საათი იარა, რათა ლეკვი უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანა.

"ოთხი საათი ვმგზავრობდი, რათა ლეკვი ძლიერი სიცივისა და წვიმისგან გადამერჩინა. მას ბობი დავარქვი. შეხვედრისას ის საცოდავად აბუზულიყო და დედის სხეულს გვერდიდან არ
შორდებოდა. მისი მარტო დატოვება საშიში იყო, ამიტომ სახლში წამოვიყვანე", - ამბობს ალჰორი.

კითხვაზე, თუ რამ
უბიძგა ჟურნალისტს ლეკვის გადასარჩენად ასეთი დიდი გზის გავლა, მან უპასუხა: "ადამიანობა".

შვიდწლიანი ომის განმავლობაში ალჰორმა საკმარისი სიკვდილი და ნგრევა იხილა. მას სახლის დატოვებაც მოუწია მას შემდეგ, რაც ავია დაბომბვამ მისი საცხოვრებელი დაანგრია. ის ამჟამად თურქეთ-სირიის საზღვარზე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს პრეზიდენტმა ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. საინფორმაციო საშუალებებმა ლიკვიდაციის ადგილის ფოტო-ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, მაგრამ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მკვდარია.

წყარო: jpost.com
tata
ღმერთმა უშველოს ესეთ ხალხს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?