დონალდ ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მიიღო მონაწილეობა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" იმ ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ე.წ "ისლამურ სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.

"ჩვენ იმ არაჩვეულებრივი ძაღლის ფოტოს დეკლასიფიკაცია მოვახდინეთ (თუმცა, გასაიდუმლოებული რჩება მისი სახელი), რომელმაც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დატყვევებასა და სიკვდილში დიდი წვლილი შეიტანა!" - წერს ტრამპი.

გავრცელებული ინფორმაციით ძაღლი, რომლის ფოტოც ტრამპმა გამოაქვეყნა, გაქცეულ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადს გვირაბში დაედევნა, სადაც მან, სამ შვილთან ერთად, თავი აიფეთქა.

წყარო: palitranews.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?