პანდა-კაფეს მფლობელები ლეკვებს პანდებად ასაღებდნენ
პანდა-კაფეს მფლობელები ლეკვებს პანდებად ასაღებდნენ
ქალაქ ჩენდუს (ჩინეთი) ერთ-ერთ კაფეში მისულ სტუმრებს ეგებებოდნენ პანდის ფერებში შეღებილი ჩაუ-ჩაუს  ლეკვები, რომლებსაც კაფის მფლობელები პატარა პანდებად ასაღებდნენ.

ამ ფაქტმა ცხოველთა მოყვარულების აღშფოთება გამოიწვია. ადგილობრივი ვეტერინარის - ლი დაიბინგის თქმით, საღებავმა შესაძლოა, ცხოველის კანს სერიოზული ზიანი მიაყენოს.

პანდა-კაფეს (ute Pet Games) მფლობელები კი ირწმუნებიან, რომ საღებავი ხარისხიანია და ყოველი ცხოველის შეღებვა საკმაოდ დიდი თანხა ღირს.

Zooclub

სამწუხაროდ, ძაღლების შეღებვა პანდის ფერებში არა მხოლოდ ჩინეთში გვხვდება. მსგავსი ფაქტი ცხოველთა მოყვარულებმა  სხვადასხვა ქვეყანაში არაერთხელ გამოავლინეს.

წყარო: bbc.com


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?