გერმანულ დოგს მწვანე შეფერილობის ლეკვი გაუჩნდა (+ვიდეო)
კოლორადოს შტატში (აშშ), სამი წლის გერმანულმა დოგმა რვა ლეკვი გააჩინა. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი ყველასგან გამორჩეულია - მას მწვანე შეფერილობა აქვს. პატრონის თქმით, სხვა შვიდი ლეკვი გარეგნობით ერთმანეთისგან არ განსხვავდება და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

"შოკში ვიყავი, როდესაც ჩემმა ძაღლმა მწვანე შეფერილობის ლეკვი გააჩინა", - ამბობს გერმანული დოგის პატრონი ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

ასეთი ლეკვების დაბადება დაკავშირებულია დედის პლაცენტაში ნაღვლის პიგმენტის არსებობასთან, რაც იშვიათობას წარმოადგენს. ცხოველს მსგავსი შეფერილობა დიდხანს არ გაჰყვება. ის ჯიშისთვის ჩვეულ ფერს რამდენიმე კვირის შემდეგ მიიღებს.

წყარო: krdo.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?