გერმანიაში ნატურალური ბეწვის მწარმოებელი უკანასკნელი ფერმა დახურეს
გერმანიაში ნატურალური ბეწვის მწარმოებელი უკანასკნელი ფერმა დახურეს
გერმანიაში, დიდი ხნის განმავლობაში, PETA-ს აქტივისტები აქტიურად აპროტესტებდნენ ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას და ბეწვის ფერმების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ცხოველთა დამცველების მოთხოვნა მხოლოდ 20 წლის შემდეგ შესრულდა: 2017 წელს, გერმანიაში საბოლოოდ მიიღეს კანონი, დაეხურათ ყველა ფერმა, სადაც ცხოველების ბეწვისგან და ტყავისგან ტანსაცმელს ამზადებდნენ.

Zooclub

ამავე წელს ქვეყანაში მხოლოდ 6 ნატურალური ბეწვის მწარმოებელი ფერმა დარჩა, დანარჩენი თავისით დაიკეტა - საზოგადოების ზეწოლის, პროტესტისა და ნატურალური ბეწვისთვის ცხოველების მოკვლის საწინააღმდეგო სარეკლამო კამპანიის ზემოქმედებით.

მათთვის, ვინც ამ ბიზნესში დარჩა, ხელისუფლებამ საპასუხო კანონი მიიღო.

აქტივისტებმა არაერთხელ განმარტეს, რომ "ნატურალური ბეწვი"
შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ცხოველს, ხოლო სხვებისთვის დიდი ხანია, შექმნილია ხელოვნური ბეწვი, რომელიც არაფრითაა ცუდი და
რაც მთავარია, ბუნებას არ ვნებს.

ათობით ცხოველს ცოცხლად ატყავებენ, იმისათვის, რომ ერთი ქურქი დაამზადონ. მეტიც, ფერმის ცხოველები მთელი სიცოცხლის განმავლობაში იტანჯებიან: ასეთი ადგილები სულიერი არსებების სიცოცხლისთვის შეუთავსებელია.

Zooclub

წელს გერმანიაში თითქმის ყველა ბეწვის ფერმა დაიკეტა, მაგრამ ქალაქ გროს-რადენში მხოლოდ ერთი ფერმა ბოლომდე იბრძოდა. არსებული კანონი ითვალისწინებს ქვეყანაში ყველა ბეწვის ფერმა 2022 წლამდე დაიხუროს. როგორც ჩანს, გროს-რადენში არსებული ფერმის მფლობელები ცდილობენ, ამ დრომდე, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიეღოთ.

რამდენიმე ხნის წინ ამავე ფერმაში 4 000 წაულა ჰყავდათ, თუმცა, ცხოველთა დამცველების ადგილზე ჩასვლისას, ვერც ერთის აღმოჩენა ვერ მოხერხდა.

ცხოველთა უფლებადამცველები სიტუაციას სკეპტიკურად აფასებენ: და მართლაც, უცნობია, თუ სად გაქრა ამდენი ცხოველი. აქტივისტებს იმედი აქვთ, რომ ფერმები "იატაკქვეშ" არ გადაინაცვლებენ, რათა ცხოველები დახოცონ და მათი ბეწვი არალეგალურად გაყიდონ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?