კენიაში პატარა ზებრა აღმოაჩინეს, რომელსაც ზოლების მაგივრად თეთრი კოპლები აქვს
კენიაში პატარა ზებრა აღმოაჩინეს, რომელსაც ზოლების მაგივრად თეთრი კოპლები აქვს
კენიის ნაციონალურ პარკში უნიკალური შეფერილობის ზებრა დაიბადა. ცხოველს თავისი სახეობისგან განსხვავებით გაცილებით მუქი ბეწვი და ზოლების მაგივრად ხალები აქვს.

წლების განმავლობაში, კაცობრიობის წინაშე, მნიშვნელოვანი კითხვა დავის საგანი გახდა - ზებრა თეთრია შავი ზოლებით თუ შავი თეთრი ზოლებით? მაგრამ ამ უცნაური გარეგნობის პატარა არსებამ, რომლის შეფერილობაც თავისი მოძმეებისგან რადიკალურად განსხვავდება, თვითმხილველები გააოცა და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

ფოტოგრაფმა რაჰულ საჩდევმა და გიდმა ენტონი ტირამ პატარა არსება მასაი მარას ნაკრძალში შეამჩნიეს.

Zooclub

ცხოველის ქცევები არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ზებრისგან, თუმცა, გარეგნობით ყველა მათგანისგან გამოირჩევა.

Zooclub

"მოძმეებისგან გამორჩეული ცხოველი, მათ ფონზე უცხოპლანეტელივით გამოიყურება და როგორც ჩანს, პაპარაცების ზედმეტი ყურადღებით უკმაყოფილოა," -
აღნიშნავს ნაკრძალის თანამშრომელი.

Zooclub

Zooclub

Zooclub

წყარო: storytrender.com
Geno
ასე იცის ანტილოპებთან უშნო კუნტრუშმა )))
izi
შვლის ნუკრს ჰგავს-ქათიბითAც და შუბლზე ორი პატარა რქით :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?