აშშ-ში უიშვიათესი ორთავიანი გველი აღმოაჩინეს
აშშ-ში უიშვიათესი ორთავიანი გველი აღმოაჩინეს
ორთავიანი შხამიანი გველი ნიუ-ჯერსის შტატის ტყეში იპოვეს. მას "ორმაგი დეივი" დაარქვეს.

ქვეწარმავალს ორი სრულიად ფორმირებული თავი, ოთხი თვალი და ორი ენა აქვს. მეტიც, ყოველი ორგანო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს.

"ორთავიან გველს ველურ ბუნებაში გადარჩენა გაუჭირდებოდა", - ამბობს ეკოლოგი დეივ შნაიდერი.

ორთავიანი გველები ჩვეულებრივ იბადებიან ისე, როგორც სიამის ტყუპები: ემბრიონის განვითარების პროცესში იწყება იდენტური ტყუპის ჩამოყალიბება, ხოლო შემდეგ, პროცესი ნაწილობრივ ჩერდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გველს "ორმაგი დეივი" დაარქვეს, რადგან ორივე მკვლევარს, რომლებმაც ეს უცნაური არსება იპოვეს, დეივი ჰქვია.

მკვლევარებმა ადგილობრივი სახელმწიფო სამსახურებისგან ამ
ქვეწარმავლის ყოლისა და მისი შესწავლისთვის სპეციალური ნებართვა მიიღეს.

წყარო: bbc.com


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?