ტეხასში ელვამ ერთი დარტყმით 23 ძროხა მოკლა
ტეხასში ელვამ ერთი დარტყმით 23 ძროხა მოკლა
არასასიამოვნო კადრები გადაღებულია ტეხასის (აშშ) ერთ-ერთ ფერმაში, სადაც ჭექა-ქუხილის შედეგებია აღბეჭდილი. ამ დროს 23 ძროხა მოკვდა. როგორც ჩანს, ფერმის ცხოველები, ელვის დარტყმისას, მეტალის ღობესთან იდგნენ.

ყველა ძროხას მუცელზე დამწვრობა აღენიშნებოდა, რაც დასტურია იმისა, რომ ცხოველები ელვის დარტყმისგან დაიხოცნენ. მეტიც, დარტყმის ძალა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი ძროხა ღობიდან დიდი მანძილის მოშორებით გადავარდა.

Zooclub

ფერმერი ბობი ვუდი III აღნიშნავს, რომ მკვდარი ცხოველები ჭექა-ქუხილიდან რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინა. მისი თქმით, ეს იყო "ყველაზე ველური და გიჟური" მოვლენა, რაც კი ოდესმე უნახავს. საერთო ჯამში, ფერმერმა 15 ძროხა და
8 მკვდარი ხბო იპოვა.

Zooclub

წყარო: newsweek.com


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?