კანადის დედაქალაქში მთვრალი ენოტები დადიან
კანადის დედაქალაქში მთვრალი ენოტები დადიან
ოტავას სამხრეთით ადგილობრივები სულ უფრო ხშირად პოულობენ ენოტებს, რომლებიც უცნაურად იქცევიან - თითქოს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არიან, - ამის შესახებ წერს გამოცემა cbc News-ი.

ერთ-ერთ შემთხვევას ადგილობრივი მცხოვრები ემილიო როჯერსი გვიყვება. მან ენოტი თავის ეზოში აღმოაჩინა: "იგი კარგად ვერ მოძრაობდა. ფეხებს მიათრევდა, ბარბაცებდა და ფეხზე დგომა უჭირდა".

რამდენიმე საათის შემდეგ, ემილიო ცხოველთა დაცვის სამსახურს დაუკავშირდა, რის შემდეგაც ენოტი გამოკვლევაზე წაიყვანეს.

Zooclub

მოგვიანებით გაირკვა, რომ სხვა ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც შეამჩნიეს ენოტები მსგავს სიტუაციაში. კარლტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ბიოლოგი მაიკლ რანცის თქმით, ცხოველების მსგავსი ქცევა შესაძლოა გამოწვეული
იყოს ხიდან ჩამოყრილი ხილისგან, რომლის წვენმაც თრობა გამოიწვია.

რანცი ადგილობრივებს ურჩევს, არ შეეცადონ ენოტის გამოფხიზლებას.
მისი თქმით, უმჯობესია, თუ ცხოველს დაძინებას დააცდიან.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?