"ფორსაჟის" გადამღები ჯგუფის წევრები თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრნენ
"ფორსაჟის"  გადამღები ჯგუფის წევრები თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრნენ
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ჰოლივუდური ფილმის - ,,ფორსაჟი 9" (Fast and Furious 9) რეჟისორი სპირო რაზატოსი და გადამღები ჯგუფის რამდენიმე წევრი ესტუმრა.

სტუმრები თავშესაფრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და სხვა ცხოველებთან ერთად, გადასაღები მოედნიდან მათივე უსაფრთხოების მიზნით, დროებით გადაყვანილი ძაღლებიც მოინახულეს. ისინი თავიანთი ბინადრობის არეალს გადაღებების დასრულებისთანავე დაუბრუნდებიან.

სააგენტოს დირექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ სტუმრებს საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის პოლიტიკა გააცნო და ცხოველების კეთილდღეობისათვის განხორციელებული პროექტების შესახებ უამბო.

სპირო რაზატოსმა თავშესაფრის ბინადრები საკვებითა და სათამაშოებით დაასაჩუქრა.

Zooclub

Zooclub

Zooclub

წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?