ცხოველთა მოყვარულები საყვარელი ოთხფეხა ბინადრის კლონირებას 35 ათას დოლარად შეძლებენ
ცხოველთა მოყვარულები საყვარელი ოთხფეხა ბინადრის კლონირებას 35 ათას დოლარად შეძლებენ
ჩინური კომპანიის Sinogene Biotechnology-ის მიერ კატის კლონირების ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. სამყაროს მოევლინა კლონირებული კნუტი, სახელად "გარლიკი". ის ზუსტი ასლია იმ კატის, რომლისგანაც კლონირებისთვის საჭირო მატერია აიღეს, - წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

"ამ წარმატების შემდეგ ოფიციალურად ვიწყებთ მომსახურებას იმ ადამიანებისათვის, ვისაც თავისი შინაური ცხოველის კლონირება სურს," - აცხადებს კომპანიის დირექტორის მოადგილე ჩაო ცზანპინი.

კლონირების პროცესი დაახლოებით 2 თვე გრძელდება და მისი ღირებულება 35 ათას დოლარზე მეტია. კლონირებული ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა იგივეა, რაც ბუნებრივი გზით დაბადებული ცხოველის.

Zooclub

"ჩემი კატა საშარდე გზების დაავადებით მოკვდა.
გადავწყვიტე მისი კლონირება, რადგან ის განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო," - ამბობს კატის პატრონი ჰუან იუ.

კატა და მისი კლონი გარლიკი ერთმანეთისგან გარეგნულად არაფრით განსხვავდებიან, თუმცა, მათ განსხვავებული ხასიათი და ტემპერამენტი აქვთ.

Zooclub

უნდა აღინიშნოს, რომ კატის რამდენიმე მფლობელმა კლონირებაზე შეკვეთა უკვე გააკეთა, იმ შემთხვევაში, თუ მათი ბინადარი მოკვდება.

გარდა ამისა, კომპანია Sinogene -ი მოემსახურება იმ ადამიანებსაც, რომლებსაც თავიანთი ძაღლის კლონირება სურთ. ამ მომსახურების ღირებულება დაახლოებით 54 000$-ს შეადგენს.

კომპანიაში ასევე ფიქრობენ, თუ როგორ შექმნან გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კლონები, მაგრამ სპეციალისტ ლანსუენის თქმით, მსგავსი ექსპერიმენტი მოითხოვს ინტერსპექტურ კლონირებას, რაც ამ დრომდე სპეციალისტების ვერც ერთმა ჯგუფმა ვერ შეძლო.

წყარო: dailymail.co.uk
ddgfdf
რა განსხვავებაა, მაიმუნობენ რაღაცას, ძაღლის კლონირება თუ შეიძლება...ბავშვი უჩნდებათ კლონებს?
ნონა
ძალიან კარგად ვუგებ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ძირფასია ის ცხოველი რომელიც ძალიან უყვარს და უნდათ, რომ მისი მსგავსი კლონირებული ყავდეთ ძალი თუ კატა. მე პირადად მყავდა უსაყვარლესი კატა რომელიც ისე გვიყვარდა, რომ დღემდე მივსტირივართ ოჯახის წევრები, მიუხედავად ასეთი სიყვარულისა უარს ვიტყვი კლორინებაზე მიზეზი: მეორედ მის დაკარგვას (სიკვდილს)ვერ გადავიტანთ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?