ამაზონის ტყეების გადასარჩენად ლეონარდო დიკაპარიომ 5 მილიონი დოლარი გადარიცხა
ამაზონის ტყეების გადასარჩენად ლეონარდო დიკაპარიომ 5 მილიონი დოლარი გადარიცხა
ორგანიზაცია Earth Alliance-მა, რომელიც მსახიობ ლეონარდო დიკაპრიოს მხარდაჭერით დაფუძნდა, ამაზონის ტროპიკული ტყეების გადასარჩენად 5 მილიონი დოლარი გამოყო.

"მსოფლიოში ყველაზე დიდი ტყე მთავარი ნაწილია გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამაზონის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ამ პროცესის შეჩერებას", - წერს მსახიობი.

წელს 72 000-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა ამაზონის ტყეში, ხოლო გასულ წელს - 40 000.

ამაზონის ტყეში გაჩენილმა ხანძარმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რაც საბაბი გახდა არაერთი ცნობილი ადამიანის გამოფხიზლებისა, რათა მათ სოციალურ ქსელებში  თავიანთი პლატფორმა გამოეყენებინათ.

Earth Alliance-ი ლეონარდო დიკაპრიომ, ლორენ პაუელ ჯობსმა და ბრაიან
შეთმა დააფუძნეს. ორგანიზაციას დამოუკიდებელი სპეციალისტები და ბუნების დამცველები ხელმძღვანელობენ. ისინი კლიმატის ცვლილებებს იკვლევენ.

წყარო: insider.com

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?