აფრიკიდან სპილოების გაყვანა ცირკებში ან ზოოპარკებში, თითქმის სრულიად აიკრძალა
აფრიკიდან სპილოების გაყვანა ცირკებში ან ზოოპარკებში, თითქმის სრულიად აიკრძალა
რამდენიმე ხნის წინ, ცხელი დებატები გაიმართა CITES-ის (გადაშენების პირას მყოფი ფლორასა და ფაუნას საერთაშორისო სავაჭრო კონვენცია) საერთაშორისო კონფერენციაზე. ხმის მიცემის შედეგად, გადაწყდა, რომ ზიმბაბვე​დან, ბოტსვანა​დან, ნამიბიიდან  და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან სხვა კონტინენტებზე, კერძოდ კი ზოოპარკებსა და ცირკებში, სპილოების გაგზავნა სრულიად აიკრძალება.

ამ გადაწყვეტილების მთავარი მოწინააღმდეგე ზიმბაბვეს წარმომადგენელი იყო. შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ ბოტსვანას შემდეგ ეს სახელმწიფო ყველაზე წარმატებით ვაჭრობდა საცოდავი ცხოველებით. 2012 წელს ზიმბაბვე​დან 100 სპილოს ექსპორტი განხორციელდა ჩინეთის ზოოპარკში.

აკრძალვა ეხება მხოლოდ ტყვეობის მიზნით ცხოველების ექსპორტს. სპილოების გადაყვანა ბუნებრივ პირობებში
ჯერ კიდევ ნებადართულია.

ასევე არსებობს შესწორება: ექსტრემალურ შემთხვევებში და CITES-ის თანხმობით, სპილოს გადაყვანა, შესაძლოა, ნებადართული
იყოს.

ველური ბუნების დამცველები, ორგანიზაცია CITES-ისთან ერთად პროცესს გააკონტროლებენ, რის შედეგადაც, დარღვევები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ველური ბუნების ინსტიტუტის ბიოლოგი, ექიმი შუბერტი თვლის, რომ ეს დიდი ნაბიჯია:

"გარეული ცხოველი ბუნებრივ არეალში და მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პირობებში უნდა ცხოვრობდეს. დროა, მთელი მსოფლიო მიხვდეს, რომ სპილოს ტყვეობაში ყოფნა ნორმალური არ არის".

წყარო: arabnews.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?