თბილისის ზოოპარკში ჰამადრილი დაიბადა (+ ფოტო)
თბილისის ზოოპარკში ჰამადრილი დაიბადა (+ ფოტო)
თბილისის ზოოპარკში მატებაა.
როგორც თბილისის ზოოპარკის Facebook-ის გვერდიდან გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ აქ ჰამადრილი დაიბადა. მას ზღარბივით შავი ქოჩორი და ჭკვიანი თვალები აქვს, მის გრძელ თითებს კი შავი "მანიკიური" ამშვენებს.

გოგონას მოვლაზე დედამ უარი განაცხადა, ამიტომ პატარას გადასარჩენად მისი ვოლიერიდან გამოყვანა გახდა საჭირო. ახლა მას ძიძა ევლება თავს. საზოვარადან აჭმევს, კალათაში აძინებს სათამაშოებთან ერთად და ციცქნა პამპერსებს უცვლის.

ჰამადრილის ბაბუინი ანთრისებრთა ოჯახის და პავიანების გვარის წარმომადგენელია. ეს გასაოცარი ცხოველები, მათი გონიერებით, რთული სოციალური ქცევითა და სტრუქტურით, ეთიოპიის, სომალისა და
ერიტრეას ღირსშესანიშნაობას წარმოადგენენ.


იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო
Dato
ჯიგარია,მე მგონი მიშა სააკაშვილზე გაცილებით ჭკვიანია და უფრო მაღალი ინტელექტის პატრონია!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?