საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადატვირთულ საავტომობილო გზაზე ერთი ციდა ლეკვი გადაარჩინეს
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადატვირთულ საავტომობილო გზაზე  ერთი ციდა ლეკვი გადაარჩინეს
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა აღმაშენებლის ხეივანზე შეამჩნია უპატრონოდ მყოფი ლეკვი, რომელიც შუა გზაზე დაბნეული დარბოდა. მანქანები ცდილობდნენ, მისთვის გვერდი აევლოთ, მაგრამ გადატვირთულ გზაზე ლეკვის სიცოცხლე საფრთხის წინაშე იყო. სწორედ ამ დროს, პატარა არსება პატრულის თანამშრომლებმა შეამჩნიეს და მანქანაში ჩასვეს, რის შემდეგაც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა ის თავშესაფარში გადაიყვანეს.

სანამ ცხოველთა მონიტორინგის წარმომადგენლები აღნიშნულ ტერიტორიაზე მივიდოდნენ, ლეკვი პატრულის მანქანაში მშვიდად მოკალათდა და ფოტო ობიექტივის წინაც იპოზიორა.

Zooclub
ნიშადური
გაიხარეთ. მადლობა სიკეთისათვის.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?