მსოფლიოში ყველაზე ხნიერი გორილა, რომელიც ტყვეობაში ცხოვრობდა, 63 წლის ასაკში მოკვდა
მსოფლიოში ყველაზე ხნიერი გორილა, რომელიც ტყვეობაში ცხოვრობდა, 63 წლის ასაკში მოკვდა
დასავლეთ დაბლობის მთის გორილა, სახელად ტრუდი, რომელსაც ტყვეობაში მყოფ ყველაზე ხნიერ გორილად მოიხსენიებდნენ, 63 წლის ასაკში მოკვდა, წერს არკანზასში (აშშ) მდებარე ზოოპარკი "ლითელ როკი". ტრუდიმ ამავე ზოოპარკში 31 წელი - თითქმის ცხოვრების ნახევარი გაატარა.

"ტრუდი ტყვეობაში მყოფ გორილებს შორის ყველაზე ასაკოვანი იყო", - წერია ზოოპარკის ოფიციალურ პორტალზე.

1957 წელს გორილა აფრიკიდან აშშ-ში გადაიყვანეს. თავიდან ის "ბუფალოს" ზოოპარკში, გორილა ოლისთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ  "ლითელ- როკში" გადაიყვანეს.

ბუნებრივ პირობებში ამ სახეობის წარმომადგენლები 40 წლამდე ცოცხლობენ.

გასულ წელს დიდი ბრიტანეთის ნაკრძალში ყველაზე ხნიერი გორილა,
სახელად ბეიბიდოლი, 57 წლის ასაკში მოკვდა. ცხოველთა დამცველი დამიან ასპინალი ბეიბიდოლს პატარა ასაკიდან უვლიდა და
მის გვერდით იყო სიცოცხლის ბოლო დღეებშიც.

წყარო: littlerockzoo.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?