ნაპირზე 50-ზე მეტი ვეშაპი გამოირიყა, სპეციალისტები მიზეზს ვერ ადგენენ
ნაპირზე 50-ზე მეტი ვეშაპი გამოირიყა, სპეციალისტები მიზეზს ვერ ადგენენ
ვერტმფრენის პილოტმა, დევიდ შვარჰანსმა, სულისშემძვრელი სურათი აღმოაჩინა იმ დროს, როცა ტურისტები ექსკურსიაზე სნაფენსლესის (ისლანდია) ნახევარკუნძულზე მიჰყავდა.

მფრინავის თქმით, მან დასავლეთ ისლანდიის სანაპიროზე შემთხვევით დაინახა უზარმაზარი არსებები. როდესაც სიახლოვეს მიფრინდა, 50-ზე მეტი პილოტი ვეშაპი დათვალა. დევიდმა ზუსტი რაოდენობა ვერ დაასახელა, რადგან უმეტესობა მათგანს ქვიშა ფარავდა და შორი მანძილიდან აღქმა რთულდებოდა, წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

პილოტი ვეშაპების სახეობა ჯგუფურად გადაადგილდებიან, ამიტომ, როდესაც ერთი მათგანი ნაპირისკენ მიცურავს, დანარჩენებიც მას მიჰყვებიან. არსებობს მოსაზრება, რომ ვეშაპები ხშირად კარგავენ ორიენტაციას მღვრიე წყლებში და შემთხვევით ხვდებიან ნაპირზე, სადაც
გაუწყლოვანებით კვდებიან.

Zooclub

ვეშაპების მასიური სიკვდილიანობა იშვიათობას არ წარმოადგენს. სპეციალისტები დღემდე იკვლევენ და ცდილობენ ზღვის ძუძუმწოვართა
უცნაური ქცევის ახსნას, მაგრამ ამ შემთხვევაში ცეტოლოგები მიზეზს ვერ ასახელებენ, რაც ამ რაოდენობის პილოტ ვეშაპს ნაპირზე გამორიყავდა.

წყარო: dailymail.co.uk
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?