შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველომ მიუსაფარი ძაღლი მიიკედლა, დღეიდან ცხოველზე შსს-ს თანამშრომლები იზრუნებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველომ მიუსაფარი ძაღლი მიიკედლა, დღეიდან ცხოველზე შსს-ს თანამშრომლები იზრუნებენ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს მიერ მიკედლებულ ძაღლს, ამავე სამმართველოს ეზოში ხის სახლი დაუდგა.

ძაღლი ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გასტერილდა, ჩაუტარდა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია და დღეს, თავის საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაბრუნდა, სადაც სააგენტომ ახალი სახლი დაახვედრა.

ცხოველის მიკედლების წესის თანახმად, ძაღლის მოვლა-პატრონობაზე შსს-ს თანამშრომლებმა აიღეს პასუხისმგებლობა.

სახლის დადგმას სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, მოსახლეობაც დაესწრო.

მიუსაფარ ცხოველზე მზრუნველობის პასუხისმგებლობის აღებით, შსს-ს ძველი თბილისის სამმართველომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრეცედენტი შექმნა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გამოთქვამს იმედს, რომ ასეთ ღონისძიებებს სხვა
სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციებიც შეუერთდებიან.

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?