დათვებმა მანქანა "გაიტაცეს" და ავარიაში მოყვნენ
დათვებმა მანქანა "გაიტაცეს" და ავარიაში მოყვნენ
უჩვეულო შემთხვევა მოხდა კოლორადოში (აშშ). ეს შემთხვევა ადგილობრივმა პოლიციელმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ "დამნაშავეებმა" ტყეში გაქცევა შეძლეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ დაზიანებული მანქანის პატრონი დაუკავშირდა. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დამნაშავეები ცნობისმოყვარე დათვები იყვნენ. ტყის ბინადრებმა აღმოაჩინეს მანქანა, რომლის კარიც ღია იყო და მის სალონში საკვების საძებნელად შეძვრნენ, - წერს გამოცემა The New York Post-ი.

სამართალდამცველების თქმით, მანქანის სალონში შემძვრალ დათვებს კარი ჩაეკეტათ, ისინი გამოსვლას ცდილობდნენ და შემთხვევით თათებით გადაცემათა კოლოფს შეეხნენ, რის შედეგადაც ავტომობილი დაგორდა. მანქანა დაღმართზე დაეშვა და
დაახლოებით 30 მეტრი გაიარა, ხოლო შემდეგ ხეს დაეჯახა.

Zooclub

"ფუმფულა კანონდამრღვევებმა ავარია მოახდინეს და მანქანა სერიოზულად
დააზიანეს, მაგრამ ავარიის შედეგად კარი გაიღო და "დამნაშავეები" შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", - წერს სოციალურ ქსელში პოლიციელი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?