როგორ გადაარჩინეს მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მიუსაფარი კატა (ემოციური ვიდეო)
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი მიუსაფარი კატა გადაარჩინეს.

გამვლელებმა მტკვარში ჩავარდნილი კატა გალაკტიონის ხიდის მიმდებარედ შეამჩნიეს და სააგენტოს ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინეს. კატა მდინარის ჯებირზე ცდილობდა ამოსვლას და შემდეგ ისევ უკან ვარდებოდა. 
მაშველებმა კატა უსაფრთხოდ ამოიყვანეს და საავტომობილო გზისგან მოშორებით, ბუნებრივ არეალში გაუშვეს.

წყარო: palitravideo.ge
ნანა
ალბათ კატა ვისაც ეჯავრებათ იმ არაკაცებმა ჩააგდეს. თუ ასეა ხელები გაუხმეთ, და თუ ასე არაა ბოდიშს ვიხდი. უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს არ უყვართ კატები და მათმა იციან ამ საწყალი ცხოველების წვალება. ვერ ვიგებ რა დაუშავეს ასეთი, რომ ბავშვები შეიძლება დიდებიც ასე სასტიკად ექცევიან კატებს. მე პირადად ძალიან მიყვარს ყველა ცხოველი და მათ შორის კატებიც გამორჩეულად. სახლში გვყვავდა საყვარელი კატა ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იყო ღემდე მივტირით ისეთი გულისტკივილი დაგვიტოვა. ჩემი ბავშვები კატას, რომ დაინახავენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ბღავიან ისე ენატრებათ ჩვენი უსაყვარლესი ფისო. (დიდი ხნის იყო და დაგვტოვა, თქმაც კი მიჭირს, რომ ვთქვა, ყველას ბოლო რაც არის, იმდენად განვიცდით) მადლობა მაშველებს!!!!!!!!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?