საფრანგეთში ასამართლებენ მამალს, რომლის ხმაც მეზობლებს დილაობით აწუხებს
საფრანგეთში ასამართლებენ მამალს, რომლის ხმაც მეზობლებს დილაობით აწუხებს
საფრანგეთში შინაური მამლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მიზეზი კი ერთია - ფრინველი თავისი მაღალი ხმით, გამთენიისას, მეზობლებს აღვიძებს.

მოვლენები ზღვისპირა შარანტას დეპარტამენტში ვითარდება. მამალ მორისს და მის პატრონს - ქორნი ფესოს, მეზობლად მცხოვრები მოხუცი ქალები უჩივიან. ხნიერი მეზობლების ადვოკატი კომპენსაციის სახით 1000 ევროს ითხოვს. ეს თანხა ზღვაში დაღუპულ მეზღვაურების ფონდში გადაირიცხება.

მეზობლების სასამართლო დავა, მამლის ყივლითან დაკავშირებით, პირველი შემთხვევა არ არის: რადიო სადგურის "Europe 1"-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2017 წელს პენსიონერებმა განაცხადეს, რომ დროა, მამლის ხმაურს ბოლო მოეღოს. იმ დროს, მორისის
პატრონის მხარდასაჭერად ორი პეტიცია მომზადდა, სადაც შინაური ფრინველის მფლობელს 155 ათასი ადამიანი მხარს უჭერდა.

4
ივლისს გამართულ სასამართლოზე არ გამოცხადდა არც მოსარჩელე მხარე და არც "ფრთიანი დამნაშავე".  განხილვის ძირითადი თემაა, თუ სად ცხოვრობენ მოხუცები - ქალაქში თუ მის ფარგლებს გარეთ. ადვოკატი აცხადებს, რომ ადგილი, სადაც მისი კლიენტები ცხოვრობენ უდაოდ ქალაქის ტერიტორიას მიეკუთვნება. იქ მამლის ყივილი არ უნდა ისმოდეს.

სასამართლო განაჩენს 5 სექტემბერს გამოიტანს.

"Euronews"-ი აღნიშნავს, რომ პროცესს თვალს ადევნებენ მეფრინველეობის ფერმების ადგილობრივი მფლობელები, რომლებიც სასამართლო განაჩენს ელოდებიან და თავიანთ მეურნეობაზე ღელავენ.

ამასთანავე, სოფელ ჟირონდას მერმა თავისი ინიციატივით მამლის პატრონს თანადგომა გამოუცხადა. ეს უკანასკნელი ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, რომ სოფლის მეურნეობის ხმები  "საფრანგეთის ნაციონალურ ღირსშესანიშნაობად" გამოცხადდეს.
keti
ევროპასჰი ხდება ეგეტი სასამარტლოები ცვენტვის მიუგებელი ტავისტავად საკარტველოსჰი აბა კველა მამალს მოუცევს სასამარტლოსჰი ცარსდგეს ისე კივიან
მე ,,მორისი''
მე ვარ ,,მორისი!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მამალი იმისი რომ უნდა იყივლოს ფრანგო მოხუცებო!!!!!!! აბა რა ქნას ???????????? არ გრცხვენიათ ????????? გადმოეცით საქართველოს ეგ მამალი მაშინ, თუნდაც მე მომეცით დედაჩემს წავუყვან სოფელში!!!!!!!!!!! უყურე შენ ამ ,,მკუანა'' ბებრებს!!!!!!!!!!!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?