ცხოველთა დამცველები "ხარებად" გადაიქცნენ
ცხოველთა დამცველები "ხარებად" გადაიქცნენ
ესპანეთში 54-მა ცხოველთა დამცველმა სან ფერმინის ცნობილი ფიესტა გააპროტესტა, რაც მოიცავს "აგრესიულ" ხარებს შორის ქუჩებში უამრავი ადამიანის სირბილს. ცხოველთა მოყვარულებმა ადგილობრივი მერიის წინ უჩვეულო აქცია გამართეს.

ბოლო ათწლეულის მანძილზე, ფიესტაზე 15 ადამიანი და ასობით ცხოველი დაიღუპა. ცხოველთა დამცველები სისხლისმღვრელი დღესასწაულის ერთხელ და სამუდამოდ აკრძალვას მოითხოვენ.

აქტივისტებმა მოედანი, სადაც ქალაქის მერია მდებარეობს, დანაშაულის ადგილად აქციეს - ისინი გამოეწყვნენ ხარის კოსტიუმებში, ზურგზე იმიტირებული დანები გაიკეთეს და მიწაზე დაწვნენ.

Zooclub

ეს არაა ცხოველთა დამცველების პირველი პროტესტი,სადაც პამპლონას ქუჩებში ხარებისა და ადამიანების შეტაკებას კრძალავენ. საპროტესტო აქცია, სან ფერმინის
ცნობილი ფესტივალის დაარსებიდან, ყოველ 5 ივლისს იმართება.

Zooclub

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის (PETA)  წარმომადგენელის თქმით, წელს საპროტესტო
აქციაში ჩაერთვნენ არა მხოლოდ ესპანელები, არამედ ავსტრალიის, რუსეთის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის წარმომადგენლებიც.

Zooclub

"პამპლონას ხელისუფლებას ქალაქში ჩამოჰყავს ახალგაზრდა ხარები, რომლებსაც ადამიანებთან კონტაქტი თითქმის არასოდეს ჰქონიათ და რამდენიმე დღე ამწყვდევენ წარმოუდგენლად ვიწრო ფარეხებში, შემდეგ მათ უშვებენ ქუჩაში, ხოლო ხმაურიანი ბრბო ხარებს ვიწრო ქუჩებისკენ ერეკება. შეშინებული ცხოველები ეჯახებიან კედლებს, იტეხავენ ფეხებსა და ძვლებს. მომდევნო დღეს კი მათ არენაზე კლავენ. ფესტივალის ფარგლებში, სულ მცირე 48 ხარს მოკლავენ. პაპლონას მერიამ უნდა შეაჩეროს სისხლიანი ფესტივალი", - წერია ცხოველთა დამცველთა მიმართვაში.

Zooclub

ვიწრო ქუჩებში ხარებთან ერთად სირბილი ფესტივალის მთავარი მოვლენაა, რა დროსაც, ჩვეულებრივ, 1000 ადამიანზე მეტი მონაწილეობს.

სან ფერმინის ფესტივალი ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე ძველი სანახაობაა.

ტრადიციულად, ხარების მოგერიებისას, არაერთი ადამიანი იღებს მრავლობით დაზიანებებს.

Zooclub

ფესტივალის თანამედროვე ისტორიაში, ხარებთან ერთად სირბილისას, 15 ადამიანი მოკვდა.

სან ფერმინის ფარგლებში ყოველ წელს ათობით ხარს კლავენ.

პამპლონას ფესტივალს ერნესტ ჰემინგუეი თავის ნაწარმოებში "აღმოხდება მზე-ფიესტა" (1926წ.) ნათლად აღწერს.  მწერალი რამდენიმე წელი,  ქალაქ პაპლონას, ფესტივალის პერიოდში სტუმრობდა.

კორიდა ძველი ესპანური ტრადიციაა, თუმცა, ბოლო წლებში ცხოველთა დამცველები აქტიურად გამოდიან მის გასაუქმებლად.

Zooclub

კანარის კუნძულები პირველი რეგიონია, სადაც "სასტიკი ტრადიცია" 1991 წელს აიკრძალა, მაგრამ ჩრდილოეთ ესპანეთში ხარების ბრძოლა ინტენსიურად იმართება.

მიუხედავად ამისა, ესპანეთის ტერიტორიაზე ხარების ბრძოლა მცირდება. მაგალითად, თუ 2008 წელს 810 კორიდა გაიმართა, ათი წლის შემდეგ, მხოლოდ 369 ჩატარდა.

Zooclub

PETA-ს წარმომადგენლის თქმით, ამ კვირაში 56 ხარს მოკლავენ.

მიუხედავად ცხოველთა დამცველების პროტესტისა, პამპლონას ხელისუფლება არ გეგმავს ამ ტრადიციაზე უარის თქმას. ძირითადი მიზეზი კი ამ პერიოდში უამრავი ტურისტის ქალაქში სტუმრობაა.

წყარო: dailymail.co.uk
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?