იტალიური მოდის სახლი, "Prada", 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში ნატურალურ ბეწვზე სრულიად უარს იტყვის, - წერია კომპანიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
"როგორც Prada Group-ის ნაწილი Prada, ნატურალური ბეწვის საწინააღმდეგო ალიანსთან თანამშრომლობის (Fur Free Alliance) შედეგად, ტანსაცმლის დიზაინსა და სხვა აქსესუარების შესაქმნელად ნატურალურ ბეწვს აღარ გამოიყენებს. ამ ეტაპზე ეს ეხება 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ქალების ტანსაცმლის კოლექციას", -
უნდა აღინიშნოს, რომ ეტაპობრივად მატულობს კომპანიების რიცხვი, რომლებიც ეგზოტიკური ცხოველების ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობენ და მას ხელოვნური ბეწვით ანაცვლებენ.
ნატურალურ ბეწვს ბოიკოტი გამოუცხადეს არა მხოლოდ კომპანიებმა, არამედ ქალაქებმაც. მაგალითად, 2021 წელს, ლოს-ანჯელესში ამოქმედდება კანონი, რომელიც კრძალავს ნატურალური ბეწვის წარმოებასა და გაყიდვას.