სოფელ ჭოპორტში ჰასკი მავთულზე დაკიდეს და ყბის ძვლები დაუმტვრიეს
სოფელ ჭოპორტში ჰასკი მავთულზე დაკიდეს და ყბის ძვლები დაუმტვრიეს
სოფელ ჭოპორტიდან კეთილმა ადამიანებმა საშინლად ნაწამები ჰასკი თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარში მიიყვანეს. ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის ფეისბუქ გვერდი ფოტოებთან ერთად ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, ორმა მამაკაცმა ჰასკი მავთულზე დაკიდა და ყბის ძვლები დაუმტვრია. 

ვეტერინარული შემოწმების შემდეგ, ძაღლს მრავლობითი დაზიანებები აღმოაჩნდა: "ყბის ძვლები სულ დალეწილია. ჭამას ვერასოდეს შეძლებს. თუ სასწაული არ მოხდა, მოგვიწევს ძაღლის დაძინება", - წერია თავშესაფრის გვერდზე.

თამაზ ელიზბარაშვილი შსს-ს მიმართავს თხოვნით, გამოიძიოს მომხდარი დანაშაული და სავარაუდო დამნაშავეების სახელებსა და ფოტოს ავრცელებს.

წყარო: Tamaz Elizbarashvili dog shelter
ზურა
მერე კანონებს რომ იღებენ იმას არ უნდა შესრულება უნიათო მთავრობავ? ციხეში ამოალპეთ ამის გამკეთებლები დროზე.
...
რა ხდება? ამ სოფელში მხოლოდ პომიდორია დაფასებული და საპატივდაცემო?
ქამელეონი
ეს საცოდავი ცხოველი არის ძაღლი და ის მწვალებელი ცხოველები ადამიანებია?...
გიორგი
ეს საშინელება ვინც ჩაიდინა თვითონ უნდა დაკიდო მავთულზე და იგივე მეთოდით ჩაულეწო ყბები და ის დამპალი ხელები რომლითაც ასეთი ზიანი მიაყენა ძაღლს. .აუცილებლად უნდა გამოიძიონ და დასაჯონ ეს სატანისტი ჯალათი. ასეთებზეა ნათქვამი ძაღლი ჩაგაკვდა სულში. ოხ რა დიდი სიამოვნებით მივაძაღლებდი ასეთ ნაგვებს. ხასკი მყავს სახლში და უცებ წარმოვიდგინე ეს, რომ ვინმეს ჩემი ძაღლისათვის გაეკეთებინა მოვკლავდი იმ არა კაცს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?