აშშ-ში ეძებენ ალიგატორს თავში დანით
აშშ-ში ეძებენ ალიგატორს თავში დანით
ტეხასის პარკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამოიძახეს ექსპერტები, რათა იპოვონ ალიგატორი, რომელიც თავში დანით გადაადგილდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "Fox News"-ი ავრცელებს.

გასულ კვირას, ადგილობრივმა მოქალაქემ ოჩარდ-ლეიკსის ტბაში ალიგატორი შეამჩნია. ამ მიდამოებში მტაცებლის არსებობა გასაკვირი არაა, თუმცა თვითმხილველის აღშფოთება ცხოველის თავში ჩარჭობილმა დანამ გამოიწვია. მან ფოტოები გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა, რამაც ცხოველთა მოყვარულების აღშფოთება გამოიწვია.

ადგილობრივები ტბაში ბინადარი რეპტილიების არსებობას დიდი ხანია შეეჩვივნენ, ამასთან ერთად ალიგატორები აგრესიას არ გამოხატავენ, რადგან ამ მტაცებლებს ადამიანები ხშირად კვებავენ.

დაშავებული რეპტილიას სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან
ადგილობრივი ექსპერტები და პროფესიონალი მონადირე, თუმცა, ცხოველი ამ დრომდე ვერ იპოვეს.

"ჩვენ ნება მივეცით ლიცენზირებულ
მონადირეს სამძებრო სამუშაოებში ჩართულიყო და ალიგატორი დაეჭირა, მაგრამ ამ დრომდე ცხოველის ადგილსამყოფელს ვერავინ მიაგნო", - ამბობს ტეხასის ბუნების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ექსპერტების აზრით, ალიგატორი ტერიტორიიდან საკმაოდ მოშორებით წავიდა ან მისი თავიდან დანა უკვე მომძვრალია.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?