აშშ-ში მეცნიერები დელფინების მასიური სიკვდილიანობის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ
აშშ-ში მეცნიერები დელფინების მასიური სიკვდილიანობის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ
ოკეანესა და ატმოსფერული კვლევის ცენტრის მკვლევარებმა, მექსიკის ყურეში, დიდი რაოდენობით მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი NBC-ი ავრცელებს.

ექსპერტების მონაცემებით, 1 თებერვლიდან მექსიკის ყურეში - ფლორიდის შტატში,  ალაბამაში, მისისიპიში და ლუიზიანაში 279 დელფინი-აფალინია აღმოჩენილი, რომელთა უმეტესობა მკვდარია. 

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ დელფინების მასიური სიკვდილიანობა. 2010 წელს Deepwater Horizon-ის პლატფორმაზე აფეთქების შედეგად,  ყურეში ნავთობის ჩაღვრამ გამოიწვია. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ამ მოვლენამ ნეგატიური გავლენა იქონია რეგიონში ბინადარ ცხოველებსა და მცენარეებზე.

მეორე სავარაუდო მიზეზი აშშ-ს შუა დასავლეთით მომხდარი წყალდიდობაა. კერძოდ მისისიპის მდინარის
ნაწილში, რამაც ყურეში დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის დაფარვა გამოიწვია.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?