მსოფლიოში პირველი საცირკო დასი, რომელიც ცხოველებს სამგანზომილებიანი ჰოლოგრამით წარმოადგენს
რამდენიმე ხნის წინ გერმანიაში საცირკო წარმოდგენა გაიმართა, სადაც ნამდვილი ცხოველების მაგივრად მაყურებლებს სპილოს, ცხენის და ოქროს თევზის სამგანზომილებიანი ჰოლოგრამები წარმოუდგინეს. დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული იყო და შოუმ პოპულარობა მომენტალურად მოიპოვა. ცირკის დამაარსებელმა, ბერნჰარდ პაულმა, იდეის განხორციელებაში 500 000 ევრო გადაიხადა.

წარმოდგენით ყველაზე კმაყოფილები ცხოველთა დამცველები დარჩნენ, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია დაუცველი არსებების სისასტიკის წინააღმდეგ იბრძვიან. "რონკალის" ცირკის მფლობელები გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ: ერთი მხარეს "მებრძოლი მწვანეები", ხოლო მეორე მხარეს- მაყურებლის შესაძლო უკმაყოფილება, რადგან მათ გაწვრთნილი ცხოველების სანახავად თანხა გადაიხადეს.

ცირკის არსებობის ისტორიაში არაერთი სასტიკი
შემთხვევა მომხდარა ცხოველების მიმართ. თითქმის ყველა წარმოდგენისას დაუცველ არსებებს უწევდათ გავლა "ცეცხლში, წყალში და სპილენძის
ვიწრო მილებში," რათა მაყურებლის ტაში დაემსახურებინათ. ადამიანის სიამოვნებისთვის, ცხოველები მოთმინებით იტანდნენ ყველანაირ დამცირებას.

Zooclub

სულისშემძვრელი ისტორია სპილო "თაიკზე", რომელმაც 1994 წელს ცირკიდან გაქცევა ორჯერ სცადა. მან ვერ აიტანა საკუთარ თავზე სისასტიკე და გაქცევის მეორე მცდელობაზე თავისი მწვრთნელი მოკლა, ხოლო მის თანაშემწეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. გაქცეული ცხოველი  ჰონოლულუს ცენტრში პოლიციელებმა მოკლეს- მას 86 ტყვია ესროლეს. მკვლელობის მომენტი და თაიკის წითელი თვალები ფოტოებზე აღბეჭდეს, რომელიც მსოფლიომ რამდენიმე წლის შემდეგ იხილა.

კიდევ ერთი ისტორია 1916 წელს მოხდა. მდედრი სპილო სახელად "დიდი მერი" ვეღარ უძლებდა სასტიკ ზეწოლას, შედეგად მან გათელა ადამიანი, რომელმაც მას ყურში ბასრი საგანი გაუყარა. ამის გამო მერი ამწეზე ჩამოახრჩეს. ცხოველი ფაქტიურად ორჯერ მოკლეს: მას თავიდან ცეცხლსასროლ იარაღს ესროდნენ, თუმცა ტყვიამ მისი მოკვლა ვერ შეძლო, შემდეგ დიდი წონის გამო ამწეზე ჯაჭვი გაწყდა, რის გამოც სპილო დავარდა და მენჯები მოტყდა, მაგრამ მეორე ჯერზე მამაცი ცხოველი მოკვდა.

გერმანულმა ცირკმა "რონკალმა" ჯერ კიდევ 1990 წლიდან გადაწყვიტა უარი ეთქვა ცხოველების ექსპლუატაციაზე. ეს მსოფლიოში პირველი ცირკია, რომელიც მაყურებლებს ცხოველებს სამგანზომილებიანი ჰოლოგრამით უჩვენებს.

Zooclub

როდესაც "რონკალის"  დამაარსებელი- ავსტრიელი რეჟისორი ბერნჰარდ პოლი მიხვდა, რომ ეს ციფრულ სამყაროში კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნებოდა, მან თავის საქმიანობაში ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. იდეის ავტორმა მსოფლიოში ყველაზე დიდი სინათლის შოუ მოაწყო. გასულ წელს შოუს 600 ათასი მაყურებელი ჰყავდა. ბილეთის ფასი 29 ევროდან 70 ევრომდე მერყეობს.

"თუ ადამიანები გადაეჩვევიან დაუცველი, სუსტი არსებების ტანჯვის ყურებით სიამოვნების მიღებას და ისწავლიან სუსტი არსებების მიმართ თანაგრძნობას- გამოდის, რომ ჯერ მსოფლიო არ დაიღუპება,"- ამბობს "რონკალის" დამფუძნებელი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?