ხათუნა ზახაშვილი - საქართველოში ორი სახეობის შხამიანი გველი არსებობს და 100%-იანი სასიკვდილო არც ერთის ნაკბენი არაა
ხათუნა ზახაშვილი - საქართველოში ორი სახეობის შხამიანი გველი არსებობს და 100%-იანი სასიკვდილო არც ერთის ნაკბენი არაა
საქართველოში ორი სახეობის შხამიანი გველი არსებობს და 100- პროცენტიანი სასიკვდილო არც ერთის ნაკბენი არაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გველის ნაკბენის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატით მომარაგებულია საქართველოს ყველა რაიონი და არის სათანადო მარაგი ამ პრეპარატის, რითაც შეუძლიათ დახმარება აღმოუჩინონ ნებისმიერ დაზარალებულს.

"საქართველოში არის მხოლოდ 2 სახეობის გველი, რომელიც შხამს შეიცავს. მოსახლეობამ, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იცოდეს, რომ გველის ნაკბენის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატით მომარაგებულია საქართველოს ყველა რაიონი და ყველა რაიონულ სამედიცინო ცენტრალურ დაწესებულებაში,
არის სათანადო მარაგი ამ პრეპარატის, რითაც შეუძლიათ დახმარება აღმოუჩინონ ნებისმიერ დაზარალებულს. ამიტომ ველად ყოფნის დროს,
იქ სადაც არის გველის არსებობის საფრთხე, უნდა ვიყოთ ფრთხილად, უნდა გვეცვას ადეკვატურად, რაც ნიშნავს ფეხების დამფარავი ფეხსაცმლით სიარულს და არა ღია ფეხსაცმლით, რომელშიაც დაზარალების რისკი მეტია. თუმცა მაინც თუ მოხდა გველისგან დაზარალება, დროულად და სასწრაფოდ აიღოს გეზი დაზარალებულმა ან მისმა თანმხლებმა პირებმა და მოახდინონ მისი ევაკუაცია რაიონული ცენტრისკენ და ეძიონ იქ სამედიცინო დახმარება, რომელიც იქნება ადეკვატური", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?