გორის ავტოგასამართ სადგურზე ნაპოვნი ლეკვი ჰოლივუდში მიემგზავრება
გორის ავტოგასამართ სადგურზე ნაპოვნი ლეკვი ჰოლივუდში მიემგზავრება
ABC-ის სერიალის Castle-ის მსახიობებმა ​ ჯულიანა და სიმუს დევერებმა, საქართველოში მოგზაურობისას,  გორის ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე გასაცოდავებული ლეკვი იპოვეს. წყვილმა ცხოველი უპატრონოდ ვერ მიატოვა და გადაწყვიტეს მასზე ეზრუნათ.

დევერები საქართველოში არსებულ ორგანიზაცია Dog organization Georgia-ს დაუკავშირდნენ, რომლებმაც 3 თვის ლეკვი შეიფარეს, თუმცა ოთხფეხა ბინადრის წარმატება ამით არ დასრულებულა. 

მსახიობებმა ტვიტერზე ლეკვის ამბავი გაავრცელეს, რის შემდეგაც იღბლიან ცხოველს კალიფორნიაში პატრონიც გამოუჩნდა. 

Zooclub

ამ ეტაპზე ცხოველი თავშესაფარში რჩება. მას ყველა საჭირო პროცედურებს ჩაუტარებენ, გარდა ამისა, დაუმზადებენ ამერიკაში გასამგზავრებელ საბუთებს და სულ მალე ჰოლივუდში ერთ-ერთი ცნობილი პროდიუსერის
სახლში დაიდებს ბინას.


ნიკოლოზი
ეეხ, აქ ისეთი პირობებია საქართველოდან უკვე ძაღლებიც გარბიან...ვიზა თუ ჩაურტყეს...
temida
ამაზეა ნათქვამი - ძაღლის ბედი ქონიაო........
? :))
რა ენაზე ყეფს?
noe
მეც მინდა, ყეფვაც შემიძლიაააა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?