ძუ ლომმა თავისი 8 დღის ბოკვერი ბუნაგიდან პირველად გამოიყვანა (+ვიდეო)
საოცარი კადრები Port Lympne Hotel & Reserve-ის ნაკრძალშია გადაღებული. ის კენტის საგრაფოში (ინგლისი) მდებარეობს. ამაყმა ძუ ლომმა თავისი 8 დღის ნაშიერი ბუნაგიდან პიეველად გამოიყვანა.

ლომმა, სახელად უდრიკმა, 3 ბოკვერი გააჩინა. პატარა მტაცებლები თავს კარგად გრძნობენ. ამ კადრებში ასახულია ერთ-ერთი ნაშიერი, რომელიც საზოგადოებამ პირველად იხილა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, უდრიკის ბოკვრები პირველები არიან, რომლებიც ამ ნაკრძალში დაიბადნენ.

Zooclub

პატარა ცხოველები რძით იკვებებიან, მაგრამ 7-10 თვიდან ისინი ხორცით კვებაზე გადავლენ.

ბოკვრების მამა უზარმაზარი, გრაციოზული ლომი, სახელად ადრასია. მას და უდრიკს პირველად უწევთ მშობლების ამპლუაში ყოფნა.

Zooclub

"აღფრთოვანებულები ვართ, რადგან უდრიკი და ადრასი მშობლების ვალდებულებებს თავს კარგად ართმევენ. უდრიკი დაკვირვებული დედააა, რომელიც
პატარებს კარგად უვლის. მიუხედავად ამისა, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა, ჯერჯერობით ყველაფერი საუკეთესოდ გამოიყურება", - ამბობს ნაკრძალის თანამშრომელი და დიდი კატების სპეციალისტი რიჩარდ ბარნსი.

წყარო: dailymail.co.uk
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?