ნაკრძალში დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა ალბინოსი პანდა გადაიღო
ნაკრძალში დამონტაჟებულმა ფოტოხაფანგმა ალბინოსი პანდა გადაიღო
პანდა-ალბინოსი ფოტო ობიექტივზე პირველად მოხვდა. საოცარი ცხოველი "ვოლონგოს" (ჩინეთი, საუჩანის პროვინცია) ნაციონალურ ნაკრძალში ფოტოხაფანგმა შემთხვევით დააფიქსირა. ამის შესახებ წერს ადგილობრივი გამოცემა "South China Morning Post"-ი.

პანდა თავისი შავ-თეთრი მოძმეებისგან თეთრი ბეწვით, თეთრი ბრჭყალებითა და წითელი თვალებით გამოირჩევა. ამასთანავე, ფოტო გადაღებულია ზღვის დონიდან  2 000 მეტრის სიმაღლეზე, რაც ცხოველის კარგ ფიზიკურ მდგომარეობას მიანიშნებს. ფოტოს მიხედვით, ალბინოსი პანდა ჯანმრთელად გამოიყურება და ცხოვრების აქტიურ რიტმს მიჰყვება. სპეციალისტების ვარაუდით, ცხოველი დაახლოებით 2 წლისაა.

Zooclub

"პირველად ხდება, როდესაც ველური პანდა-ალბინოსი ფოტო ობიექტივში მოხვდა. ეს დასტურია, რომ პანდების
პოპულაციამ გენების მუტაცია გამოიწვია", - ამბობს პეკინის უნივერსიტეტის მკვლევარი.

ამჟამად, მკვლევარები გეგმავენ ნაკრძალში დამატებითი ფოტომახეების
დამონტაჟებას, რათა იშვიათ ცხოველს კიდევ უფრო კარგად დააკვირდნენ.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?