აქცია "ცირკი ცხოველების გარეშე" გაიმართა
აქცია "ცირკი ცხოველების გარეშე" გაიმართა
ცირკის შენობასთან საპროტესტო აქცია "ცირკი ცხოველების გარეშე" გაიმართა. აქციის მონაწილეები ცირკში არსებულ პრობლემებსა და ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ცხოველების გამოყენებას არ აქვს არც საგანმანათლებლო ფუნქცია, არამედ, მისი დანიშნულებაა ცოცხალი არსებების წამების ხარჯზე ადამიანების გართობა.

"როცა ცირკის ბილეთს ვყიდულობთ, რომელშიც ცხოველებს იყენებენ, ამით სისასტიკეს ვუწყობთ ხელს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომლის თანახმადაც, ცირკში ცხოველების გამოყენება უნდა აიკრძალოს. აქციაზე შეკრებილებმა მსოფლიო გამოცდილებაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსოფლიო მასშტაბით ცირკებში ცხოველების გამოყენების ტენდენცია თანდათან კლებულობს.

წყარო:
interpressnews
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?