დერეკი შესაძლოა, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს, როგორც ყველაზე მაღალი ვირი მსოფლიოში
დერეკი შესაძლოა, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს, როგორც ყველაზე მაღალი ვირი მსოფლიოში
მამონტისებრი ვირი დერეკი ჯერ კიდევ არასრულწლოვანია, თუმცა, ის უკვე გეგმავს გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას, როგორც ყველაზე მაღალი წარმომადგენელი თავის სახეობაში. ვირის სიმაღლე ყოველდღე იზრდება და ეს არასასიამოვნო ინფორმაციაა პატარა პატრონისთვის - ბიჭი სულ რაღაც 12 წლისაა და ის უკვე ვეღარ წვდება თავის ბინადარს.

ბუნება სიურპრიზებით სავსეა, მაგრამ ბრიტანეთში მცხოვრები ვირი უჩვეულო ცხოველებს შორისაც კი გამორჩეულია. დერეკი მიეკუთვნება ამერიკული მამონტისებრი ვირის სახეობას, რომელიც გამოირჩევა ამტანობით, მაგრამ თავისი სიმაღლის გამო, იგი მოძმეებისგან საგრძნობლად განსხვავდება.

შუა ხნის ვირი ნიდაოდან 79 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო მათ
შორის ყველაზე დიდი ინდივიდი 160
სმ. იზრდება. დერეკი 5 წლის ასაკში თავის სახეობაში უკვე 166 სმ. აღწევს.

Zooclub

გიგანტი ვირი ედკლიფის საგრაფოს ნაკრძალში ცხოვრობს (დიდი ბრიტანეთი). მას მოხალისე რაილერ ალენ-დენი უვლის. სწორედ ის დათანხმდა ჟურნალისტებს დერეკთან ერთად მონაწილეობა მიეღო ფოტო სესიაში, მაგრამ არ შეშინდეთ ფოტოზე აღბეჭდილი ვირის სიმაღლით, რადგან ბიჭი ჯერ კიდევ 12 წლის და სულ რაღაც 152 სმ სიმაღლისაა.

Zooclub

მიუხედავად ამისა, დერეკი თავის სახეობებს შორის გამორჩეულია.

ნაკრძალის მფლობელმა, ტრეისი გარტორნმა, "Daily Mail"-ის ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დერეკს ყველანაირი შანსი აქვს იმისა, რომ ვირებს შორის სიმაღლით ჩემპიონი გახდეს. ფერმის ცხოველი ზომით დიდი დაიბადა და ხუთი წლის ასაკში ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავის მაქსიმუმს.

"ვირები ზრდას შვიდი წლის ასაკში წყვეტენ. დერეკს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ სიმაღლეში გაიზარდოს."

Zooclub

გიგანტი ვირი საოცრად მეგობრულია. მომვლელის თქმით, ის ბიჭს ძაღლივით ყველგან უკან დაჰყვება. დერეკი მიირთმევს ყველაფერს, რასაც სხვა ცხენები - ქერს, სიმინდს, მაგრამ მას განსაკუთრებით სტაფილო უყვარს.

Zooclub

უახლოეს მომავალში ნაკრძალის თანამშრომლები გეგმავენ გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებს ოფიციალურად მიმართონ, რათა ცხოველი შეაფასონ. გარტონი და ალენ დეი დარწმუნებულნი არიან, რომ დერეკი შეძლებს გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას და საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს გამარჯვებულებს შორის.

2013 წელს, გიგანტი ვირის ტიტული მოპოვებული აქვს ვირს, სახელად "რომლუს", მიჩიგანიდან. მას და დერეკს შორის ბევრი საერთოა - ცხოველებს მსგავსი შეფერილობა აქვთ და ისინი ერთ სახეობას მიეკუთვნებიან. რეკორდსმენის სიმაღლე 173 სმ-ს შეადგენს, ასე რომ, მის ბრიტანელ მოძმეს, სულ ცოტა დარჩა, რომ მას დაეწიოს ან გაუსწროს.

Zooclub

"რომლუს" წინამორბედი, გინესის რეკორდსმენი, 155 სანტიმეტრის სიმაღლის ვირი "ოკლაჰომა სემი" იყო. იგი კალიფორნიაში ცხოვრობდა, თუმცა, გინესის წიგნში მოხვედრილი ფოტოები, სადაც სემი პატრონთან ერთად პოზირებს, ფოტოშოფის შედეგია.

Zooclub

წყარო: dailymail.co.uk
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?