ყველაზე ასაკოვანი ოქროს თევზი 44 წლის ასაკში მოკვდა
ყველაზე ასაკოვანი ოქროს თევზი 44 წლის ასაკში მოკვდა
სევდიანმა ამბავმა არა მხოლოდ მოხუცი ცოლ-ქმრის - კიტი და მერი ელისების ოჯახი, არამედ მთელი ინგლისი. დიდ ბრიტანეთში, 44 წლის ასაკში ოქროს თევზი, სახელად ჯორჯი, მოკვდა - ამის შესახებ წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

75 წლის კიტ ელისის თქმით, 1974 წელს მან ბაზარში, ადგილობრივ გათამაშებაში, ორი თევზი მოიგო - ფრედი და ჯორჯი. მამაკაცმა თავის მეორე ნახევარს რომანტიკული საჩუქარი გაუკეთა და თევზები მერის აჩუქა. მას შემდეგ თევზები განუყრელები გახდნენ: მათ პატრონებთან ერთად ორი ბინა გამოიცვალეს, ხოლო შემდეგ ოჯახში ბავშვის დაბადებასაც მოესწრნენ.

ცნობილია, რომ ოქროს
თევზები ათ წელზე მეტს ვერ ცოცხლობენ, მაგრამ ფრედი და ჯორჯი ნამდვილი რეკორდსმენები გახდნენ. ორი წლის
წინ, ფრედი მოკვდა და მას შემდეგ ჯორჯი მეგობრის სიკვდილის გამო დარდობდა.

სამწუხაროდ, მეგობრის გარეშე დარჩენილი ყველაზე ასაკოვანი თევზი რამდენიმე ხნის წინ მოკვდა.

პატრონმა თევზები ერთმანეთის გვერდით, თავისივე ბაღში დამარხა.

"ის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იყო. ვამჩნევდი, თუ როგორ უჭირდა აკვარიუმში მარტო ცურვა - მეგობრის სიკვდილს ძალიან განიცდიდა და აი, ისიც მოკვდა", - ამბობს თევზების პატრონი.

წყარო: dailymail.co.uk




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?